IT-ში ეთიკის მიმართულებით გასათვალისწინებელი საკითხები

ტექნიკოსმა მომხმარებლებთან და აპარატურასთან მუშაობის დროს უნდა იმოქმედოს ეთიკის ნორმებისა და სამართლებრივი აქტების დაცვით. ეს ნორმები და აქტები ხშირად ერთმანეთთან გადაიკვეთებიან.
გამოიჩინეთ პატივისცემა მომხმარებლის და მისი საკუთრების მიმართ. კომპიუტერი და მონიტორი წარმოადგენს პირად საკუთრებას, ასევე საკუთრებაში განიხილება ნებისმიერი ინფორმაცია ან მონაცემები რომელიც წვდომას ექვემდებარება, მაგალითად:
- ელექტრონული ფოსტა
- ტელეფონის ნომრები
- კომპიუტერში არსებული ჩანაწერები ან მონაცემები
- ფაილები, ინფორმაცია ან მონაცემები, დატოვებული მომხმარებლის სამუშაო მაგიდაზე.
სანამ წვდომას მოვიპოვებთ კომპიუტერში არსებულ მომხამრებლის ანგარიშზე ან ადმინისტრატორის ანგარიშზე, კლიენტისგან უნდა ავიღოთ შესაბამისი ნებართვა. პრობლემის მოძიების და აღმოფხვრის პროცესში თქვენ შეიძლება მომხარებლისგან მიიღოთ პირად ინფორმაციაზე წვდომა, როგორიცაა მომხარებლის სახელები და პაროლები. თუ თქვენს მიერ მოხდა ამ პირადული ინფორმაციის ჩაწერა, აუცილებელია კონფიდენციალურობის დაცვა. კლიენტის ინფორმაციის სხვისთვის ჩვენება არის სამომხმარებელო ეთიკის დარღვევა და შეიძლება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში ჩაგეთვალოთ. სამომხმარებლო ინფორმაციის გამოყენებაზე რა სამართლებრივი უფლებები მოქმედებს, განხილულია SLA შეთანხმებაში.
აუცილებელია, რომ მომხარებლის მაიდენტიფიცირებადი ინფორმაცია (PPI – personally identifiable information) იყოს კონფიდენციალური. PPI არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის საშუალებით კონკრეტული პიროვნების დადგენა არის შესაძლებელი. NIST (ამერიკის სტანტარტების და ტექნოლოგიების ნაციონალური ინტიტუტი) სპეციალური გამოცემა ნომერით 800-122 განსაზღვრას PII-ს როგორც “ნებისმიერი ინფორმაცია მომხმარებელზე რომელიც ინახება ორგანიზაციაში რაც მოიცავს (1) ინფორმაციას რომელიც პირდაპირვე მიგვითითებს პიროვნების იდენტურობაზე როგორიცაა სახელი, პირადი ნომერი, დაბადების ადგილი, დაბადების თარიღი, მამის სახელი ან ბიომეტრიული ჩანაწერები; (2) ინფორმაცია, რომელიც კავშირშია ან შეიძლება უკავშირდებოდეს მომხმარებელს, როგორიცაა მონაცემები სამედიცინო ისტორიაზე, განათლებაზე, ფინანსებზე და სამსახურის შესახებ.
PII-ის მაგალითებია:
- სახელი, გვარი, მამის სახელი, დედის სახელი, ფსევდონიმი.
- მაიდენტიფიცირებელი ნომრები როგორიცაა: პირადი ნომერი, პირადობის მოწმობის ნომერი, პასპორტის ნომერი, მართვის მოწმობის ნომერი, საგადასახადო ნომერი, ბანკის ანგარიშის ნომერი და საკრედიტო ბარათის ნომერი.
- მისამართი, მაგალითად ქუჩის მისამართი, საფოსტო მისამართი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
- პერსონალური მახასიათებლები მოიცავს სურათს ( სახის ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ნაწილის), თითის ანაბეჭდს , ხელმოწერას და სხვა ბიომეტრიულ მონაცემებს (თვალის ბადურის სკანოგრამას, ხმოვან ავტორიზაციას, სახის გეომეტრიულ ანალიზს)
არ გაუგზავნოთ მომხმარებლებს არასარურველი შეტყობინებები. არ გაუგზავნოთ მომხმარებელს მასიურად ელექტრონული შეტყობინებები ან ისეთი შეტყობინებები რომელიც მომხარებელს თხოვს ამ შეტყობინების სხვასთან გადაგზავნას. არ გააგზავნოთ ყალბი ან ანონიმური შეტყობინებები. ყველა ესეთი ქმედება მიჩნეულია არაეთიკურად და ხშირ შემთხვევაში ისჯება კანონით.