ჭავლური პრინტერები ( Inkjet Printers)

ჭავლური პრინტერები აწარმოებენ მაღალი ხარისხის ბეჭდვას. ჭავლური პრინტერები უფრო მარტივად სახმარი და გარკვეულწილად ნაკლებად ძვირია ლაზერულ პრინტერებთან შედარებით. ჭავლური პრინტერის ბეჭდვითი ხარისხი იზომება ერთ დიუიმზე წერტილების რაოდენობით, ანუ dots per inch (dpi). მაღალი dpi იძლევა შედარებით მაღალი ხარისხის გამოსახულებას. სურათი 1 გვიჩვენებს კომბინირებულ, ე.წ. all-in-one მოწყობილობას, რომელიც შეიცავს ჭავლურ პრინტერსაც. სურათ 2-ზე გამოსახულია ჭავლური პრინტერის კომპონენტები.

ჭავლური პრინტერები გამოიყენებენ მელნის ქართრიჯებს, რომლებიც ასხურებენ საღებავს ქაღალდზე მცირე ზომის ხვრელების მეშვეობით. პატარა ხვრელებს უწოდებენ საქშენებს და განლაგებული არიან კარტრიჯის თავაკზე. საბეჭდი თავაკები და მელნის ქართრიჯები განლაგებული არიან ბუდეში, რომელიც მიმაგრებულია პრინტერის ძრავსა და ღვედზე. როდესაც სპეციალური ლილვაკების მეშვეობით ქაღალდი იწყებს მოძრაობას ბუდის გასწვრივ, ღვედი ამოძრავებს ბუდეს საჭირო მიმართულებით და უზრუნველყოფს მელნის მიფრქვევას ქაღალდზე.

არსებობს ორი სახის ჭავლური საქშენები:

  • თერმული (Thermal)  – ელექტროდენის იმპულსი აღწევს გამთბობ კამერებში, რომლებიც განლაგებულნი არიან საქშენების ირგვლივ.  წარმოქმნილი სითბო ქმნის ორთქლის ბურთულაკებს კამერაში. ორთქლის საშუალებით ხდება საქშენებიდან მელნის გაფრქვევა ქაღალდზე.
  • პიეზოელექტრული პრინტერი– პიეზოელექტრონული კრისტალები განლაგებულია მელნის რეზერვუარში თითოეული საქშენის უკანა ნაწილში.  კრისტალზე მიწოდებული მუხტი იწვევს მის ვიბრაციას. კრისტალის ეს ვიბრაცია მართავს მელნის ნაკადის გადატანას ქაღალდზე.

ჭავლური პრინტერები იყენებენ ჩვეულებრივ ქაღალდს ეკონომიური ბეჭდვის მისაღწევად. სპეციალური დანიშნულების ქაღალდი შეიძლება გამოყენებულ იქნას, რათა შეიქმნას მაღალი ხარისხის ნამუშევარი ფოტომასალა. ჭავლური პრინტერით დუპლექსის რეჟიმში შეგიძლიათ ამობეჭდოთ ფურცლის ორივე მხარეს. ქაღალდის ამობეჭდვის მომენტში იგი ხშირად დასველებულია მელნით. არ უნდა შეეხოთ ამობეჭდილ ქაღალდს 10-15 წამის განმავლობაში, რათა მელანი არ გაითხაპნოს. თუ ჭავლური პრინტერის ბეჭდვის ხარისხი მცირდება, შეამოწმეთ პრინტერის პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით კალიბრაციის ოფცია.

ჭავლურ პრინტერს გააჩნია გარკვეული უპირატესობანი:

  •  დაბალი შესასყიდი ღირებულება
  • მაღალი რეზოლუციის ბეჭდვის შესაძლებლობა.
  • მაღალი საწყისი სისწრაფე, ე.წ. warm up

თუმცა აქვს გარკვეული ნაკლოვანებებიც:

  • საქშენები შეიძლება გაიჭედებოს.
  • მელნის კარტრიჯები საკმაოდ ძვირია.
  • ბეჭდვის შემდეგ ქაღალდი სველია.