ძირითადი უსაფრთხოების სპეციფიკაციები

კომპიუტერები და პერიფერიული მოწყობილობები შეიცავენ ისეთ მატერიალებს, რომლებიც შეიძლება ზიანის მომტანნი აღმოჩნდნენ გარემოსათვის. ამ მავნე ნივთიერებებს ზოგჯერ უწოდებენ ტოქსიკურ ნარჩენებს. ისინი შეიძლება შეიცავდნენ ისეთი მძიმე მეტალების მაღალ კონცენტრაციას, როგორებიცაა კადმიუმი, ტყვია ან მერკურიუმი. ამ მავნე ნივთიერებათა განთავსების და შენახვის რეგულაციები განისაზღვრება ქვეყნის ან შტატის კანონმდებლობის მიხედვით. იქონიეთ კონტაქტი ლოკალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან მავნე ნივთიერებების გადამუშავებისა და განადგურების  არსებული პროცედურებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

უსაფრთხოების რეგულაციები (SDS) გამოიყენება როგორც ნივთიერებათა უსაფრთხოებისა და მონაცემთა რეკომენდაციები  (MSDS). მონაცემთა უსაფრთხოების უწყისი აჯამებს ინფორმაციას მასალების იდენტიფიკაციის შესახებ, მათ შორის საფრთხისშემცველი ინგრედიენტებისა, რომელთაც შეუძლიათ ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება ან ხანძრის გამოწვევა, ასევე ინფორმაციას პირველადი დახმარების ზომების შესახებ. უსაფრთხოების რეგულაციები შეიცავს ინფორმაციას ქიმიური რეაქტივებისა და მათი შემცველების შესახებ. ის ასევე შეიცავს ინფორმაციას იმ დამცავი ზომების შესახებ, რომელთა მიხედვითაც ხდება მავნე მატერიალების შენახვა, გადატანა და გადაღვრა.

მიმართეთ მწარმოებლის მიერ გამოქვეყნებულ უსაფრთხოების რეგულაციებს, რათა გაარკვიოთ ინფორმაცია ნივთიერებათა მავნებლობის შესახებ. ა.შ.შ -ის ტერიტორიაზე სამეწარმეო უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ადმინისტრაცია (OSHA) მოითხოვს ყველა მავნე ნივთიერებებთან მიმართებაში უსაფრთხოების რეგულაციების (SDS) დაცვას მათი ახალ მფლობელთან გადაზიდვის შემთხვევაში.  SDS  ინფორმაცია, რომელიც მიეწოდება იმ პროდუქტთან ერთად, რომელთა  შეძენაც ხდება კომპიუტერის შესაკეთებლად ან მისი მხარდაჭერისათვის, შესაძლოა რელევანტური გამოდგეს კომპიუტერული ტექნიკოსისათვის. OSHA ასევე მოითხოვს, რომ მომსახურე პერსონალი  ინფორმირებული იყოს იმ  ნივთიერებათა შესახებ, რომელთანაც ისინი მუშაობენ და გაცნობილნი იყვნენ ნივთიერებათა უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციას.

უსაფრთხოების რეგულაციები ხსნის, თუ როგორ უნდა იქნან განთავსებულნი მავნე ნივთიერებები მაქსიმალურად უსაფრთხო მეთოდით. ნებისმიერი ელექტრული მოწყობილობის განთავსებამდე ყოველთვის შეამოწმეთ ადგილობრივი უსაფრთხოების რეგულაციები, რომლებიც ეხება მათი განთავსების მისაღებ მეთოდებს.

უსაფრთხოების რეგულაციები ( SDS)  შეიცავენ ღირებულ ინფორმაციას:

  • ნივთიერების სახელი
  • ნივთიერების ფიზიკური მახასიათებლები
  • სახიფათო ინგრედიენტები, რომლებსაც შეიცავს ნივთიერება
  • მონაცემები რეაქტიულობის შესახებ, როგორიცაა მისი აალებადობა და ფეთქებად საშიში თვისებები.
  • პროცედურები მისი დაღვრის ან გაჟონვის შესახებ
  • სპეციალური უსაფრთხოების ზომები
  • ჯანმრთელობისატვის ზიანის მიყენების საფრთხე
  • სპეციალური დაცვის მოთხოვნები

ევროკავშირში მიღებულ იქნა რეგულაციები რეგისტრაციის, შეფასების, ავტორიზაციისა და შესაბამისი აკრძალვების შესახებ (REACH), რომლებიც შევიდნენ ძალაში 2007 წლია 1 ივნისს და რომლებმაც ჩაანაცვლეს სხვადასხვა ცალკეული დირექტივები და რეგულაციები ერთი საერთო შეთანხმებით.