ძირითადი უსაფრთხოება

უსაფრთხო სამუშაო პირობები გვეხმარება ავიცილოთ თავიდან ადამიანთა და კომპიუტერული კომპონენტების დაზიანებები. უსაფრთხო სამუშაო ადგილი არის სუფთა, ორგანიზებული და სათანადოდ აღჭურვილი. ყველამ უნდა გაითავისოს და შეასრულოს უსაფრთხოების წესები.

მიჰყევით უსაფრთხოების რჩევებს, რათა აიცილოთ თავიდან ჭრილობები,დამწვრობა, ელექტრული შოკი და მხედველობის დაზიანება. უპირველეს ყოვლისა, დარწმუნდით, რომ ცეცხლმქრობი და პირველადი დახმარების ჩანთა მისაწვდომია. ცუდად განლაგებულმა ან დაუმაგრებელმა კაბელებმა შეიძლება მოგაყენოთ რაიმე დაზიანება ქსელის ინსტალაციის დროს. კაბელების მართვის ტექნიკური საშუალებებით, როგორებიცაა კაბელების განლაგება არხებში ან საკაბელო ლანგრებში, შეიძლება თავიდან ავიცილოთ  დაზიანებები.

ეს მხოლოდ ნაწილია იმ ბაზური უსაფრთხოების წესების ჩამონათვალისა, რომელთა დაცვაც აუცილებელია კომპიუტერთან მუშაობისას.

  • მოიხსენით თქვენი საათი და სამკაულები და მჭიდროდ შეიკარით ტანსაცმელი.
  • გათიშეთ და გამოაერთეთ მოწყობილობა ელექტროქსელიდან, სანამ შეუდგებოდეთ მის მომსახურებას.
  • წებოვანი ლენტით დაფარეთ მჭრელი წახნაგოვანი ნაწილები კორპუსის შიგნით.
  • არასოდეს გახსნათ კვების ბლოკი ან მონიტორი, რომელსაც აქვს ჩაშენებული დენის წყარო.
  • არ შეეხოთ პრინტერის იმ არეას, რომელიც გადახურებულია ან განთავსებულია მაღალი ვოლტაჟის ძაბვის ზემოქმედების ქვეშ.
  • შეისწავლეთ ცეცხლმქრობის განთავსების ადგილი და მისი მუშაობის წესები.
  • კვების პროდუქტები და სასმელი არ დადოთ სამუშაო ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე.
  • შეინარჩუნეთ თქვენს სამუშაო ადგილზე სისუფთავე და მოაცილეთ ნარჩენები.
  • დაიხვიეთ საფენები მუხლებზე მძიმე ტვირთის აწევისას, რათა დაიცვათ ზურგი.დაზიანებისაგან.
  • გამოიყენეთ დამცავი სათვალე მხედველობის დასაცავად.

მოწყობილობის გაწმენდის ან რემონტის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ თქვენი სამუშაო იარაღები სათანადო მდგომარეობაშია. გაწმინდეთ, შეაკეთეთ ან შეცვალეთ ის დეტალები, რომლებიც არ ფუნქციონირებენ შესაბამისად.