ძალოვან ფლუქტუაციათა ტიპები
მუხტის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანისას დახარჯული ენერგიის საზომი არის ვოლტაჟი. ელექტრონთა გადაადგილებას ეწოდება დენი. კომპიუტერულ სქემებს ესაჭიროებათ დენი და ძაბვა ელექტრონული კომპონენტების ფუნქციონირებისათვის. როდესაც კომპიუტერში ძაბვა არაა აკურატული და მდგრადი, მისი კომპონენტები არ იმუშავებენ კორექტულად. არამდგრად ძაბვას უწოდებენ ძალოვან ფლუქტუაციას.
შემდეგი სახის ცვლადი დენის ძალოვანმა ფლუქტუაციებმა შეიძლება გამოიწვიოს აპარატურის დაზიანება ან მონაცემთა დაკარგვა:
- ჩაქრობა (Blackout) – ცვლადი დენის სრული გათიშვა. ჩაქრობა (Blackout) შეიძლება გამოიწვიოს ტრანსფორმატორის დაზიანებამ ან გადამცემი ხაზის მწყობრიდან გამოსვლამ.
- ნაწილობრივი გათიშვა – ცვლადი დენის სიმძლავრის ვოლტაჟის შემცირება, რომელიც გრძელდება დროის გარკვეული პერიოდი. ნაწილობრივი გათიშვა ხდება, როდესაც გადამცემი ხაზის ძაბვის მაჩვენებელი ეცემა 80%-ზე დაბლა მის ნორმალურ მაჩვენებელთან შედარებით და როდესაც ელექტრული სქემები გადატვირთულია.
- ხმაურის წარმოქმნა – გენერატორსა და ელვას შორის ინტერფერენცია. ხმაური იწვევს სიმძლავრის დაბალ მაჩვენებელს, რაც თავის მხრივ იწვევს კომპიუტერის ხარვეზებით მუშაობას.
- პიკური სიტუაცია (Spike) – ძაბვის მაჩვენებლის უცაბედი მატება, რომელიც გრძელდება დროის ხანმოკლე პერიოდი და აღწევს ნორმალური მაჩვენებლის ორმაგ ნიშნულს გადამცემ ხაზში. პიკური სიტუაციები შეიძლება მოხდეს ელვისა და მეხის დაცემის შედეგად, ასევე როდესაც ელექტრული სისტემა გათიშვის (blackout) შემდეგ უბრუნდება ნორმალურ სიტუაციას.
- სიმძლავრის მკვეთრი გაზრდა (Power surge) – ძაბვის ვოლტაჟის მკვეთრი მატება ელექტრო დენის ნორმალური მაჩვენებლის დროს. ეს მოვლენა გრძელდება დროის ძალიან ხანმოკლე პერიოდში, ნანოწამებში ან წამის მემილიარდედში.