ძალოვანი დაცვის მოწყობილობები
ძალოვანი ფლუქტუაციებისაგან გამოწვეული პრობლემებისაგან მონაცემთა და კომპიუტერული აპარატურის დასაცავად გამოიყენეთ ძალოვანი დაცვის მოწყობილობები.
- ძაბვის მკვეთრი მატების შემბოჭველი (Surge suppressor), მეხამრიდი – გვეხმარება დავიცვათ სისტემა ძაბვისა და დენის ძალის მკვეთრი ზრდისაგან. ძაბვის მკვეთრი მატების შემბოჭველი (მეხამრიდი) ახდენს ძაბვის ზედმეტი დოზის დამიწებას.
- უწყვეტი კვების ბლოკი (UPS) – გვეხმარება დავიცვათ კომპიუტერი ან სხვა სახის მოწყობილობა პოტენციური ელექტრული სიმძლავრის პრობლემებისაგან, უზრუნველყოფს რა მათ ელექტროენერგიის მდგრადი დონით. მისი ბატარეა მუდმივ დატენვის რეჟიმშია, სანამ უწყვეტი კვების ბლოკი ჩართულია. იგი აწვდის მდგრადი ხარისხის ენერგიას აპარატურას ნაწილობრივი ან მთლიანი გათიშვისას. ბევრ მათგანს შეუძლია კომუნიკაცია იქონიოს უშუალოდ ოპერაციულ სისტემასთან. ეს კომუნიკაცია საშუალებას აძლევს უწყვეტ კვების წყაროს უსაფრთხოდ გამორთოს კომპიუტერი და დაიცვას მონაცემები მანამ, სანამ მისი ბატარეა ბოლომდე განიმუხტება.
- სარეზერვო კვების ბლოკი (SPS) – გვეხმარება განვახორციელოთ დაცვა პოტენციური ელექტრული სიმძლავრისაგან იმ შემთხვევაში, როდესაც ძაბვის მაჩვენებელი ეცემა კრიტიკულ ზღვარს დაბლა, უზრუნველყოფს რა სისტემას სარეზერვო ბატარეით ენერგიის მოსაწოდებლად. ბატარეა რჩება სარეზერვო რეჟიმში სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისას. ვოლტაჟის შემცირებისას ბატარეა აწვდის მუდმივ დენს ძალოვან ინვერტორს, რომელიც გარდაქმნის მას ცვლად დენში კომპიუტერისათვის. ეს მოწყობილობა არაა ისე მოსახერხებელი, როგორც უწყვეტი კვების წყარო, რადგან მას ესაჭიროება გარკვეული დრო ბატარეაზე გადასართველად. გადამრთველი მოწყობილობის დაზიანების შემთხვევაში ბატარეა ვეღარ მიაწვდის კვებას კომპიუტერს.
ყურადღება: მწარმოებლები გვთავაზობენ, არასოდეს შევაერთოთ ლაზერული პრინტერი UPS-ზე, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს UPS-ია გადატვირთვა.