შეაერთეთ კვების კონექტორი დედადაფაზე
დედადაფა საჭიროებს ელექტრულ კვებას ფუნქციონირებისათვის. დედადაფა ასევე ახდენს ელექტრული კვების ტრანსფერს მსაზე გალაგებულ სხვადასხვა დეტალებზე. კვების ბლოკის კონექტორების ტიპი და რიცხვი განისაზღვრება დედადაფისა და პროცესორის ტიპით. ნახაზ 1-ზე მოცემულ ცხრილში აღწერილია კონექტორთა სხვადასხვა ტიპები, რომლებიც შეიძლება შეგვხვდეს დედადაფებზე. მიქციეთ ყურადღება, რომ დედადაფაზე, როგორც წესი, განთავსებულია ორი ძალოვანი კონექტორი.
ყურადღება: ძალოვანი კონექტორების სხვადასხვა კომპონენტებთან შეერთებისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე. კაბელების, კონექტორებისა და კომპონენტების წარმოებისას გათვალისწინებულია მათი შეერთების სრული თავსებადობა. თუ კაბელი ძნელად ერთდება მოწყობილობასთან, ესე იგი, რაღაცას აკეთებთ არასწორად. არასოდეს დაატანოთ ძალა კაბელებისა და კონექტორების შეერთებისას. კონექტორის ძალდატანებით შეერთებამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დაზიანება. თუ კონექტორის შეერთებისას გხვდებათ რაიმე პრობლემა, შეამოწმეთ, სწორადაა თუ არა ის ორიენტირებული და დარწმუნდით, რომ პინები არაა გაღუნული.
დედადაფის ძალოვანი კონექტორების დასაინსტალირებლად მიჰყევით ნაბიჯებს:
ნაბიჯი 1 მიუსადაგეთ 24-პინიანი ( ან 20-პინიანი) ATX კონექტორი დედაპლატაზე განთავსებულ ბუდეს.
ნაბიჯი 2 (ნახაზი 2) ფრთხილად დააჭირეთ ზემოდან კონექტორს, სანამ კლიპი დაწკაპუნებით ჩაჯდება ბუდეში.
ნაბიჯი 3 მიუსადაგეთ 4-პინიანი ( ან 8-პინიანი) დამატებითი კვების კონექტორი დედადაფაზე განთავსებულ ბუდეს.
ნაბიჯი 4 (ნახაზი 3) ფრთხილად დააჭირეთ ზემოდან კონექტორს, სანამ კლიპი დაწკაპუნებით ჩაჯდება ბუდეში.
ნაბიჯი 5 (ნახაზი 4) პროცესორის ქულერის კვების კონექტორი მიაერთეთ შესაბამის ბუდეს დედადაფაზე.
ნაბიჯი 6 დააჭირეთ ქვემოთ ფრთხილად კონექტორს, სანამ სათანადოდ არ მოთავსდება ბუდეში.
მცირე რჩევები ინსტალაციისათვის ძალოვანი კონექტორები სპეციალურადაა მონიშნული, რათა ბუდეში მოთავსებისას არ გაჭირდეს მათი სწორი ორიენტაცია. კონექტორთა ზოგი ნაწილი ოთხკუთხა ფორმისაა და ზოგიც – ოდნავ მომრგვალებული. თუ ამჩნევთ, რომ კონექტორი არ ერგება ბუდეს მისი ფორმების გამო, გახსოვდეთ, რომ მომრგვალებული ფორმა შეიძლება მოერგოს ოთხკუთხა ფორმის ბუდეს, მაგრამ არა პირიქით. ეს დამოკიდებულია კონექტორის დიზაინურ გადაწყვეტაზე.



