ქსელური ოპერაციული სისტემები

ქსელური ოპერაციული სისტემა(network operating system, NOS) შეიცავს დამატებით კომპონენტებს, რომელთა მეშვეობით გაზრდილია ფუნქციონალური შესაძლებლობები და მართვადობის ხარისხი ქსელურ გარემოში.  ქსელური ოპერაციული სისტემის (NOS) დამახასიათებელი თავისებურებებია:

  • მხარს უჭერს მრავალ მომხმარებელს.
  • უშვებს მრავალმომხმარებლიან პროგრამებს.
  • გაზრდილია უსაფრთხოება სამაგიდო ოპერაციულ სისტემებთან შედარებით.

NOS უზრუნველყოფს კომპიუტერების წვდომას გარკვეულ ქსელურ რესურსებთან, როგორიცაა:

  • სერვერული პროგრამები, როგორიც არის საერთო გამოყენების მონაცემთა ბაზები
  • მონაცემთა ცენტრალიზებული შენახვა
  • მომხმარებლის ანგარიშებისა და ქსელური რესურსების ცენტრალიზებული საცავი
  • ქსელური ბეჭდვის რიგი
  • დამატებითი შენახვის სისტემები, როგორებიც არის RAID და სარეზერვო ასლები

ქსელური ოპერაციული სისტემის(NOS) მაგალითია ვინდოუს სერვერი (Windows Server).