ქსელური ეტიკეტის დაცვა

შესწრებიხართ ონლაინ ფორუმზე დისკუსიას სადაც ფორუმის მომხმარებლები თემის განხვილვისას ერთმანეთის შეურაცხყოფაზე გადასულან? როგორ ფიქრობთ, პირისპირ შეხვედრისას ასეთივე შეურაცხყოფას მიაყენებდნენ ერთმანეთს? ასევე ხომ არ მიგიღიათ ელექტრონული ფოსტა, რომლიც ტექსტიც არ შეიცავდა მისალმებას ან დაწერილი იყო მხოლოდ დიდი შრიფტით (ამ შემთხვევაში იგულისხმება ინგლისურში ან რუსულში დიდი ასოებით წერა). რა შთაბეჭილება დაგრჩათ ამ შეტყობინების წაკითვისას?
როგორც ტექნიკოსი, თქვენ უნდა ფლობდეთ საკომუნიკაციო უნარს პროფისონალურ დონეზე. ელექტრონული ფოსტის და ტექსტური შეტყობინების მიწერისას უნდა დაიცვათ პერსონალური ან ბიზნეს შეტყობინების დაწერის ეტიკეტები, რომლებსაც ქსელურ ეტიკეტებს (“Netiquette”) უწოდებენ.
ქსელური ეტიკეტის გარდა, არსებობს კიდევ ზოგადი საკომუნიკაციო წესები, რომლებიც უნდა დავიცვათ მომხმარებლებთან ურთიერთობისას.
- პატივისცემით მოეპყარით მომხარებლის დროს.
- გაუზიარეთ ცოდნა სხვებს.
- პატივისცემით მოეპყარით სხვის პირად ინფორმაციას.
- მოთმინება გამოიჩინეთ სხვის შეცდომებზე.