უკაბელო პრინტერის შეერთებები

უსადენო პრინტერები იძლევიან საშუალებას, დავბეჭდოთ უსადენო შეერთებით უსადენო ქსელის (WLAN) ან Bluetooth სტანდარტით. Bluetooth უსადენო ბეჭდვისას პრინტერსაც და ჰოსტ მოწყობილობასაც უნდა ჰქონდეთ შესაბამისი Bluetooth პორტები და იყვნენ დაწყვილებულნი. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაამატოთ Bluetooth ადაპტერი კომპიუტერს, როგორც წესი, USB პორტის გამოყენებით. უსადენო Bluetooth პრინტერები საშუალებას იძლევიან მობილური მოწყობილობებიდან ადვილად ბეჭდვისა.
უსადენო პრინტერები იყენებენ 802.11 სტანდარტს და აღჭურვილნი არიან უსადენო ქსელური ადაპტერით, რათა დაუკავშირდნენ უშუალოდ უსადენო მაშრუტიზატორს ან წვდომის წერტილს (access point). ინსტალაციის პროცესი სრულდება პრინტერის კომპიუტერთან შეერთებით მოწოდებული პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ან უსადენო მარშრუტიზატორთან მიერთებით, რაც თავის მხრივ ხორციელდება პრინტერის დისპლეის პანელის გამოყენებით.