სახარჯი მოწყობილობების შეცვლა

ქაღალდისა და მელნის ტიპმა და ხარისხმა შეიძლება გავლენა იქონიოს პრინტერის სიცოცხლისუნარიანობაზე. მრავალი სახის პრინტერის ქაღალდი არსებობს, მათ შორის ჭავლური და ლაზერული. პრინტერის მწარმოებელმა შეიძლება გასცეს რეკომენდაცია, რომელი ტიპის ქაღალდის გამოყენება ჯობია საუკეთესო შედეგების მისაღწევად. ზოგიერთი ტიპის ქაღალდებს, განსაკუთრებით ფოტოქაღალდს, გამჭვირვალესა და მრავალშრიან ასლის გადასაღებს გააჩნიათ სწორი და არასწორი მხარე. ქაღალდი ჩადეთ პრინტერში მწარმოებლის ინსტრუქციების გათვალისწინებით.
მწარმოებელი რეკომენდაციას იძლევა, რომელი ბრენდის და ტიპის მელანი გამოვიყენოთ. არასწორი ტიპის მელნის გამოყენებისას პრინტერმა შეიძლება არ იმუშაოს ან ბეჭდვის ხარისხი გაუარესდეს. მოერიდეთ მელნის კარტრიჯების ბოლომდე ავსებას, რადგან მელანმა შეიძლება გაჟონოს.
როდესაც ჭავლური პრინტერი ბეჭდავს ცარიელ გვერდებს, მელნის ქართრიჯები შეიძლება იყოს ცარიელი. ზოგიერთი ჭავლური პრინტერი არ ბეჭდავს, თუ თუნდაც ერთი მელნის ქართრიჯი ცარიელია. ლაზერული პრინტერები არ ბეჭდავენ ცარიელ გვერდებს. ამის ნაცვლად, ისინი იწყებენ ბეჭდვას დაბალი ხარისხით. უმრავლეს ჭავლურ პრინტერებს გააჩნიათ სპეციალური უტილიტა, რომელიც აჩვენებს მელნის დონეს თითოეულ კარტრიჯში, როგორც ნაჩვენებია სურათზე. ზოგიერთი პრინტერებს აქვთ LCD გზავნილის ეკრანები ან LED განათება, რომლებიც აფრთხილებენ მომხმარებელს, როდესაც მელნის დონე კარტრიჯში დაბალია.
კარტრიჯში მელნის დონის შესამოწმებლად შეიძლება შევამოწმოთ გვერდების მრიცხველი პრინტერის საფარის ქვეშ ან გამოვიყენოთ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ითვლის დაბეჭდილი გვერდების რაოდენობას. შემდეგ შეხედეთ კარტრიჯზე დატანილ ეტიკეტზე ინფორმაციას. ეტიკეტზე წერია რამდენი ფურცლის დაბეჭდვა შეუძლია კარტრიჯს. ამის შემდეგ შეგიძლიათ ადვილად შეაფასოთ, რამდენი გვერდი შეგიძლიათ დაბეჭდოთ. ყოველთვის კარტრიჯის გამოცვლისას გაანულეთ გვერდების მთვლელი, რათა გაგიდვილდეთ სიტუაციის კონტროლი. გარდა ამისა, ზოგიერთი საბეჭდი დავალება იყენებს უფრო მეტ მელანს, ვიდრე სხვა. მაგარითად, წერილი იყენებს ნაკლებ მელანს, ვიდრე ფოტო.
პრინტერის პროგრამულ პარამეტრებში შეგიძლიათ დააყენოთ ოფციები დრაფტის ხარისხის ან ტონერის დაზოგვის შესახებ, რათა შეამციროთ ტონერის ხარჯვა. ეს პარამეტრები ასევე შეამცირებს ამობეჭდილი დოკუმენტის ხარისხს ლაზერულ ან ჭავლურ პროდუქტზე, ისევე, როგორც დოკუმენტის ამობეჭდვის დროს ჭავლურ პრინტერზე.
მატრიცული პრინტერები საბეჭდ მანქანებს ჰგვანან, რადგან ბეჭდვითი თავაკები ურტყავენ მელნით გაჟღენთილ ლენტას გამოსახულების ქაღალდზე გადასატანად. როდესაც მატრიცული პრინტერი ბეჭდავს ბაც ფერებში, საჭირო ხდება ვადაგასული საბეჭდი ლენტის გამოცვლა. თუ სიმბოლოები იბეჭდება დამახინჯებული ფორმით, საბეჭდი თავაკია გატეხილი და საჭიროა მისი გამოცვლა.