სამუშაო გარემო

როგორც ყველა ელექტრომოწყობილობა, პრინტერებიც განიცდიან ელექტრულ, ტემპერატულ და ნესტის გავლენას. ლაზერული პრინტერები წარმოქმნიან სითბოს და საჭიროა მათი ფუნქციონირება მოხდეს კარგად ვენტილირებად სივრცეში, რათა თავიდან ავიცილოთ მისი გადახურება.
შეინახეთ ქაღალდი და ტონერის კარტრიჯები მათ ორიგინალურ შესაფუთ მასალაში. ეს ნაწილები ასევე უნდა ინახებოდნენ მშრალ, გრილ და მტვერისაგან თავისუფალ გარემოში. მაღალი ტენიანობა იწვევს ქაღალდის მიერ ნესტის შეწოვას ჰაერიდან. ეს იწვევს ქაღალდის დაჭმუჭვნას და დეფორმირებას, რის შედეგადაც ის შეიძლება გაიჭედოს პრინტერის ფურცლის მიმწოდებელ მექანიზმში. მაღალი ტენიანობა ასევე აძნელებს ტონერის სათანადოდ გადატანას ქაღალდის ზედაპირზე. თუ ქაღალდი და პრინტერი მტვრიანია, შეგიძლიათ გამოიყენოთ შეკუმშული ჰაერის ნაკადი მტვრის მოსაშორებლად.