სამომხმარებლო და სისტემური ფაილების ადგილმდებარეობა

სამომხმარებლო ფაილების ადგილმდებარეობა

ნაგულისხმევად, მომხმარებლების მიერ შექმნილი ფაილების უმრავლესობას ვინდოუსი ინახავს საქაღალდეში C:\Users\მომხმარებლის_სახელი\.  თითოეული მომხმარებლის საქაღალდეში განთავსებულია საქაღალდეები მუსიკის, ვიდეოს, ვებსაიტებისა და სურათებისთვის, როგორც ეს პირველ სურათზეა ნაჩვენები.  გარდა ამისა, ბევრი პროგრამა სპეციფიურ სამომხმარებლო მონაცემებს სწორედ ამ საქაღალდეებში ინახავს.  თუ ერთ კომპიუტერს მრავალი მომხმარებელი ყავს, თითოეულს საკუთარი საქაღალდე აქვს, სადაც ინახება ფავორიტი ვებსაიტების ჩამონათვალი, სამუშაო დაფის (Desktop) პიქტოგრამები და ქუქი ფაილები(cookies).  ქუქი ფაილებში ინახება ინფორმაცია მომხმარებლის მიერ დათვალიერებული ვებგვერდებიდან.

სისტემური საქაღალდე

როდესაც ვინდოუსი ინსტალირდება, კომპიუტერის სამართავად გამოყენებული ფაილების უმრავლესობა ინახება საქაღალდეში C:\Windows\system32.  ვინდოუსის სისტემური საქაღალდის შემცველობა ნაჩვენებია მე-2 სურათზე.

შრიფტები

საქაღალდეში C:\Windows\Fonts ინახება დაინსტალირებული ფონტები.  შრიფტები რამდენიმე სახეობის არსებობს, მათ შორის არის TrueType, OpenType, Composite და PostScript.  კონკრეტული შრიფტების ნიმუშებია Arial, Times New Roman და Courier.  შრიფტების საქაღალდე მართვის პანელიდან არის ხელმისაწვდომი.  შრიფტის დასაინსტალირებლად შეგვიძლია დავაჭიროთ შრიფტის ფაილს ორჯერ_სწრაფად და ავირჩიოთ > Install (დაყენება).

დროებითი ფაილები (Temporary Files)

Temporary Files (დროებითი ფაილები) საქაღალდეში ინახება ოპერაციული სისტემისა და პროგრამების მიერ შექმნილი ფაილები, რომლებიც მხოლოდ მცირე ხნით არის საჭირო.  მაგალითად, დროებითი ფაილები შეიძლება შეიქმნას, როდესაც პროგრამა ინსტალირდება და სხვა პროგრამებისთვის მეტი ოპერატიული მეხსიერების გამოყოფაა საჭირო.

დროებით ფაილებს თითქმის ყველა პროგრამა იყენებს, ხოლო შემდეგ, როგორც წესი, ისინი ავტომატურად იშლება.  ამასთანავე, ზოგიერთი დროებითი ფაილი ხელით წაშლას საჭიროებს.  ვინაიდან დროებითი ფაილები მყარ დისკზე სხვა ფაილების ადგილს იკავებს, რეკომენდირებულია მათი წაშლა ყოველ 2-3 თვეში ერთხელ.

ვინდოუსში დროებითი ფაილები, როგორც წესი, ინახება შემდეგ საქაღალდეებში:

  • C:\Windows\Temp
  • C:\Users\მომხმარებლის_სახელი\AppData\Local\Temp
  • %USERPROFILE%\AppData\Local\Temp

შენიშვნა: %USERPROFILE% ოპერაციული სისტემის მიერ დაკონფიგურირებული ცვლადია, როდესაც მომხმარებელი ოპერაციულ სისტემაში შედის.  ამგვარ ცვლადებს იყენებს ოპერაციული სისტემა, პროგრამა და პროგრამის ინსტალატორი.

ვინდოუსში კონფიგურირებული ცვლადების დათვალიერების მეთოდი:

Control Panel (მართვის პანელი) > System (სისტემა) > Advanced system settings (გაფართოებული სისტემური პარამეტრები) >ჩანართი Advanced (გაფართოებული) > Environment Variables (ცვლადი გარემო)

პროგრამების ფაილები (Program Files)

Program Files (პროგრამების ფაილების) საქაღალდეში ინსტალირდება პროგრამების უმრავლესობა.  32-ბიტიან სისტემაში ყველა პროგრამა 32-ბიტიანია და ინსტალირდება საქაღალდეში C:\Program Files.  64-ბიტიან სისტემაში 64-ბიტიანი პროგრამები ინსტალირდება საქაღალდეში C:\Program Files, ხოლო 32-ბიტიანი პროგრამები – C:\Program Files (x86).