საერთო კონფიგურაციის პარამეტრები

თითოეულ პრინტერს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა კონფიგურაცია და ნაგულისხმები პარამეტრები. შეამოწმეთ პრინტერის დოკუმენტაცია და მიიღეთ სპეციფიური ინფორმაცია მისი კონფიგურაციისა და ნაგულისხმები პარამეტრების შესახებ.
აქ ჩამოთვლილია პრინტერისათვის ხელმისაწვდომი რამდენიმე საერთო კონფიგურაციული ოფცია:
- ქაღალდის ტიპი – სტანდარტული, დრაფტი, პრიალა ან ფოტო.
- ბეჭდვის ხარისხი – დრაფტი, ნორმალური, ან ფოტოხარისხი.
- ფერადი ბეჭდვა -მრავალჯერადი ფერების გამოიყენება.
- შავი-თეთრი ბეჭდვა – მხოლოდ შავი მელნის გამოიყენება
- ტონური ბეჭდვა – მხოლოდ შავი მელნით სხვადასხვა ტონალობაში განხორციელებული ბეჭდვა.
- ქაღალდის ზომა – სტანდარტული ქაღალდის ზომა ან კონვერტები და ბიზნეს ბარათები.
- ქაღალდის ორიენტაცია – პეიზაჟი ან პორტრეტი
- ბეჭდვითი განლაგება – ნორმალური, ბანერი, ბროშურა, ან პოსტერი.
- დუპლექსი – ორმხრივი ბეჭდვა
- ასლებად დაყოფით ბეჭდვა – მრავალგვერდიანი დოკუმენტის რამდენიმე ასლის ამობეჭდვა.
პრინტერების საერთო ოფციებში, რომლის კონფიგურირებაც შეუძლია მომხმარებელს, შედის ქაღალდის მართვა და ბეჭდვის შედეგები.
ქაღალდის მართვის შემდეგი ოფციები განსაზღვრავენ პრინტერის ქაღალდთან მუშაობის ხერხებს:
- შესატანი ქაღალდის უჯრის შერჩევა
- ქაღალდის გამოტანის უჯრის შერჩევა
- ქაღალდის ზომა და ორიენტაცია
- ქაღალდის სიმკვრივის შერჩევა
პრინტერის გამომავალი ფუნქციების ოფციები განსაზღვრავს ასევე მელნის ან ტონერის დაფენის მეთოდსაც.
- ფერების მართვა
- ბეჭდვის სიჩქარე