პროცესორის, გამაგრილებელი რადიატორისა და ქულერის განახლება

ერთ-ერთი გზა კომპიუტერის სიმძლავრის გაზრდისა არის მისი პროცესორის სიხშირის გაზრდა. ამის გაკეთება შეიძლება პროცესორის განახლებით. თუმცა, პროცესორმა უნდა დააკმაყოფილოს გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც ჩამოთვლილია ნახაზზე.

ახალი პროცესორი  შეიძლება საჭიროებდეს ახალ რადიატორსა და ქულერს. რადიატორი და ქულერი ფიზიკურად უნდა შეესაბამებოდეს პროცესორს და დედადაფის სოკეტს. იგი ასევე უნდა იყოს ადეკვატური სწრაფ პროცესორთან მუშაობასთან და მოახდინოს მისი შესაბამისი გაგრილება.

ყურადღება: : წაუსვით თერმოპასტა პროცესორის და ქულერის ზედაპირებზე.

შეამოწმეთ თერმული პარამეტრები BIOS-ში, რათა დადგინდეს, თუ არსებობს რაიმე პრობლემები CPU გადახურებასთან ან ქულერის მუშაობასთან დაკავშირებით. პროცესორის ტემპერატურას ასევე შეიძლება დავაკვირდეთ სპეციალური მესამე პირის გამოყენებითი პროგრამების საშუალებით ინფორმაციის ადვილად წასაკითხ ფორმატში. იხილეთ დედადაფისა და პროცესორის შესახებ დოკუმენტაცია, რათა დაადგინოთ, ფუნქციონირებს თუ არა პროცესორი სწორ ტემპერატურულ დიაპაზონში.

პროცესორისა და დედადაფის გასაგრილებლად დამატებითი ქულერების ინსტალაციისათვის მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:

ნაბიჯი 1. დაამაგრეთ ქულერი კეისში ისეთი მიმართულებით, რომ მან თბილი ჰაერი გასტყორცნოს კეისის გარეთ.

ნაბიჯი 2. დაამაგრეთ დამატებითი ქულერი კორპუსის უკანა კედელზე მასზე არსებული სპეციალური ხვრელების საშუალებით. როგორც წესი, დაამაგრეთ ქულერი კორპუსის ზედა მხარეს ცხელი ჰაერის გარეთ გასატანად და ცივი ჰაერის კეისში შესატანად დაამაგრეთ ქულერი კეისის ფსკერზე. შეეცადეთ თავი აარიდოთ ორი ისეთი ქულერის ახლო დამაგრებას, რომლებიც ქმნიან ჰაერის დაპირისპირებულ ნაკადებს.

ნაბიჯი 3. ქულერის კვების კაბელი დაამაგრეთ დედადაფაზე არსებულ შესაბამის კვების ბუდეში.