პროგრამული ოპტიმიზაცია

პრინტერების რესურსების ოპტიმიზაცია შეიძლება შესრულდეს იმ პროგრამული პროდუქტის დახმარებით, რომელიც მათ მოჰყვება დრაივერებთან ერთად.

არსებობს ოპტიმიზაციის  შემდეგი ინსტრუმენტები:

  • ბეჭდვის ბუფერირების პარამეტრები  – აუქმებს ან აპაუზებს მიმდინარე დავალებას პრინტერის დავალებათა რიგში.
  • ფერთა კალიბრაცია  – ცვლის პარამეტრებს ისე, რომ მონიტორის ეკრანზე არსებულ ფერთა გამას უთანხმებს ფურცელზე ამოსაბეჭდ ფერთა გამას.
  • ფურცლის ორიენტაცია – ირჩევს ალბომურ ან პორტრეტის ორიენტაციას

პრინტერთა კალიბრაცია ხდება დრაივერთა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით.  კალიბრაციის საშუალებით შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ პრინტერის საბეჭდი თავაკები სწორად არიან განლაგებულნი და აქვთ შესაძლებლობა ბეჭდონ სხვადასხვა გარემოზე, როგორიცაა მისალოცი ბარათი, ფოტოქაღალდი, ოპტიკური დისკი და სხვა. ზოგიერთი მელნის ბეჭდვითი თავაკები არიან აღჭურვილნი მელნის კარტრიჯებით, რაც საშუალებას იძლევა პრინტერის კალიბრაციის შეცვლას თვით ამ კარტრიჯის გამოცვლის გარეშე.