პროგრამული ბეჭდვის სერვერები

წინა პარაგრაფებში თქვენ შეისწავლეთ როგორ უზიარებს ვინდოუსის კომპიუტერი მასზე მიერთებულ პრინტერს ქსელში სხვა კომპიუტერებს. მაგრამ რა ხდება, როდესაც პრინტერის გამზიარებელ კომპიუტერს აქვს სხვა ოპერაციული სისტემა, როგორიცაა Mac OS X? ამ სიტუაციაში შეგიძლიათ გამოიყენოთ პროგრამული ბეჭდვის სერვერები.
ერთი მაგალითია ეფფლის free Bonjour ბეჭდვის სერვერი, რომელიც ინტეგრირებულია Mac OS X-ში. ის ავტომატურად ინსტალირდება ვინდოუსის კომპიუტერში, თუ დააყენებთ ეფფლის საფარის ბრაუზერს. თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ Bonjour ბეჭდვის სერვერი ვინდოუსისათვის უფასოდ ეფფლის საიტიდან.
ერთხელ ჩამოწერილი და დაინსტალირებული Bonjour სერვერი მოქმედებს ფონურ რეჟიმში და თვითონ აღმოაჩენს ქსელთან მიერთებულ თავსებად პრინტერებს. გახსენით Bonjour პრინტერის გზამკვლევი ვინდოუსის კომპიუტერის დასაკონფიგურირებლად, როგორც ნაჩვენებია ნახაზზე.
კომპიუტერიდან პრინტერის გაზიარების პროცესს აქვს თავისი უარყოფითი მხარეები. კომპიუტერი, გააზიარებს რა პრინტერს, იყენებს საკუთარ რესურსებს საბეჭდი დავალებების მართვისათვის. თუ გამზიარებელი კომპიუტერის მომხმარებელი მუშაობს იმავე დროს, რა დროსაც ამ კომპიუტერზე მოდის ბეჭდვის დავალება, იგი შეამჩნევს მწარმოებლობის შემცირებას. გარდა ამისა, პრინტერი აღარ იქნება ხელმისაწვდომი სხვებისთვის, თუ გამზიარებელი კომპიუტერი გადაიტვირთება ან გამოირთვება ქსელიდან.