პრობლემის იდენტიფიკაცია

პრინტერის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ტექნიკის, პროგრამული უზრუნველყოფის და მისი კომპიუტერთან არასწორი შეერთების კომბინაციამ. ტექნიკოსს უნდა შეეძლოს განსაზღვროს პრობლემა აქვს უშუალოდ პრინტერს, შეერთებას თუ კომპიუტერს, რომელზეც ეს პრინტერია მიერთებული. კომპიუტერის ტექნიკოსს უნდა შეეძლოს მოახდინოს პრობლემის ანალიზი და დაადგინოს მისი მიზეზი პრინტერის გარემონტების მიზნით.

გაუმართაობების აღმოფხვრის პროცესში პირველი ნაბიჯი მოიცავს პრობლემის იდენტიფიკაციას. ნახაზზე ნაჩვენებია მომხმარებლისათვის დასასმელი ღია და ფარული კითხვები.