პრინტერის ფუნქციების დატესტვა

მოწყობილობის ინსტალაცია არ შეიძლება ჩაითვალოს დასრულებულად, თუ იგი ყველა თავისი ფუნქციის ტესტირებას არ გაივლის. პრინტერის ფუნქციები შეიძლება შეიცავდეს:
- ორმხრივი დოკუმენტების ბეჭდვა.
- სხვადასხვა ქაღალდის ჩასადების გამოყენება და სხვადასხვა ზომის ქაღალდისათვის.
- ფერადი პრინტერის პარამეტრების შეცვლა ისე, რომ იგი ბეჭდავდეს შავ-თეთრ ან ნაცრისფერ ტონებში.
- ბეჭდვა დრაფტის რეჟიმში.
- ოპტიკური ამოცნობის (OCR) აპლიკაციის გამოყენაბა.
- ასლებად დაყოფილი (collated) დოკუმენტის ამობეჭდვა.
შენიშვნა: ასლებად დაყოფით ბეჭდვა იდეალური ვარიანტია, თუ გსურთ მრავალგვერდიანი დოკუმენტის რამდენიმე ასლის ამობეჭდვა. ასლებად დაყოფის პარამეტრი საშუალებას გვაძლევს მიმდევრობით დავბეჭდოთ გვერდების კრებული თითოეული ეგზემპლიარისთვის, როგორც ნაჩვენებია სურათზე. ზოგიერთ ასლგადამღებ აპარატს მზა ასლების ერთმანეთზე გადაკერებაც შეუძლია. დახარისხება (collate) . .
მრავალფუნქციური (კომბინირებული, all-in-one) პრინტერების ფუნქციებში შედის:
- ფაქსის გადაგზავნა ადრე შემოწმებულ მუშა ფაქსის აპარატზე.
- დოკუმენტის ქსეროასლის შექმნა.
- დოკუმენტის სკანირება.
- დოკუმენტის ამობეჭდვა.
შენიშვნა: იხილეთ მწარმოებლის დოკუმენტაცია ან მიაკითხეთ მწარმოებლის საიტს, რათა მოიპოვოთ ინფორმაცია ქაღალდის დაჭმუჭვნის თავიდან აცილების, მელნის კარტრიჯების ინსტალაციისა და ქაღალდის ჩასადების ჩატვირთვის შესახებ.