პრინტერთა დრაივერების სახეები

პრინტერის დრაივერი წარმოადგენს პროგრამულ პროდუქტს, რომელიც აძლევს კომპიუტერსა და პრინტერს კომუნიკაციის საშუალებას. კონფიგურაციული პროგრამული უზრუნველყოფა უზრუნველყოფს ინტერფეისს, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, დააინსტალიროს ან შეცვალოს პრინტერის ოფციები. თითოეულ პრინტერს აქვს თავისი დრაივერი და კონფიგურაციული პროგრამული უზრუნველყოფა.
გვერდის აღწერის ენა (PDL) წარმოადგენს პროგრამულ კოდს, რომელიც აღწერს დოკუმენტის ქაღალდზე ასახვის ოფციებს პრინტერისათვის გასაგებ ენაზე. PDL მოიცავს ტექსტის, გრაფიკისა და ფორმატირების ინფორმაციას. პროგრამა იყენებს PDL-ს, რათა გაგზავნოს (WYSIWYG) გამოსახულება პრინტერზე. პრინტერი თარგმნის PDL ფაილს ისე, რომ რაც არის ასახული კომპიუტერის ეკრანზე , იბეჭდება პრინტერზეც. PDL აჩქარებს ბეჭდვით პროცესს, აგზავნის რა პრინტერზე დიდი მოცულობის ინფორმაციას. ის ასევე მართავს კომპიუტერულ შრიფტებს.
Adobe Systems-ის დამუშავებული PostScript ენა გვაძლევს საშუალებას, გავგზავნოთ პრინტერზე ზუსტად ის მახასიათებლები, რაც გამოსახულია მონიტორის ეკრანზე. ჰიულეტ-პაკარდის მიერ შემუშავებულ იქნა პრინტერის ბრძანებათა ენა (PCL) ადრეულ ჭავლურ პრინტერებთან კომუნიკაციისათვის. PCL დღეისათვის წარმოადგენს საყოველთაოდ მიღებულ ინდუსტრიულ სტანდარტს თითქმის ყველა პრინტერისათვის.