პრინტერების მახასიათებლები და შესაძლებლობები

როგორც კომპიუტერის ტექნიკოსს, თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ პრინტერის შეძენა, რემონტი და შემდგომი ექსპლოატაცია. მომხმარებელმა შეიძლება მოგთხოვოთ შემდეგი ამოცანების შესრულება:
- პრინტერის არჩევა
- პრინტერის ინსტალაცია და კონფიგურაცია
- პრინტერის გაუმართაობის აღმოფხვრა
დღეს არსებული პრინტერებიდან ძირითადად უნდა გამოვყოთ ლაზერული პრინტერები, რომლებიც იყენებენ სპეციალურ გრაფიკულ დოლურებს და ჭავლური პრინტერები, რომელნიც მოქმედებენ ელექტროსტატიკური შხეფის, ე.წ. spray ტექნოლოგიით. მატრიცული პრინტერები გამოიყენებენ ზემოქმედების ტექნიკას და სპეციალურ ლენტურ ტექნოლოგიას. სურათი 1 აჩვენებს სამი სახის პრინტერს.
შესაძლებლობები და სიჩქარე
პრინტერის შესაძლებლობებისა და სიჩქარის ფაქტორები განიხილება პრინტერის შერჩევისას. პრინტერის სიჩქარე იზომება წუთში გვერდების ბეჭდვის რაოდენობით (ppm). პრინტერის სიჩქარე მერყეობს მისი მარკისა და მოდელის მიხედვით. მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი პრინტერის ბეჭდვის მაღალი ხარისხი და გამოსახულება გავლენას ახდენს მის სიჩქარეზე. მაგალითად, დრაფტის ხარისხით პრინტერი ბეჭდავს უფრო სწრაფად, ვიდრე მაღალი ხარისხის ტექსტური ბეჭდვის რეჟიმში. ასევე, ფერად ფოტოს დრაფტის ხარისხში ბეჭდავს უფრო სწრაფად, ვიდრე ფოტო ხარისხის ბეჭდვით. ჭავლური პრინტერები, როგორც წესი,შედარებით ნელია, მაგრამ ისინი ხშირად საკმარისია სახლში ან პატარა ოფისში სამუშაოდ.
ფერადი და შავ-თეთრი პრინტერები
ფერადი ბეჭდვა ხდება მრავალჯერადი ფერების გამოიყენებით, როგორიცაა ციანი, მაგენტა და ყვითელი (CMY). ჭავლური ბეჭდვისათვის შავი ფერი წარმოადგენს ბაზურ ფერს. შესაბამისად, აკრონიმი CMYK აღწერს ფერად ჭავლურ ბეჭდვის პროცესს. სურათი 2 გვიჩვენებს CMYK ფერთა გამას.
შავ-თეთრ პრინტერსა და ფერად პრინტერს შორის არჩევანი დამოკიდებულია მომხმარებლის საჭიროებებზე. თუ მომხმარებელს პირველ რიგში წერილების ბეჭდვა ესაჭიროება და არ უნდა ფერადი დოკუმენტაცია, შავ-თეთრი პრინტერი არის საკმარისი და ამასთან ნაკლებად ძვირიც. დაწყებითი სკოლის მასწავლებელს, შესაძლოა,დაჭირდეს ფერადი პრინტერი,რათა გაკვეთილები გახადოს უფრო საინტერესო და მიმზიდველი.
ხარისხი (Quality)
ბეჭდვის ხარისხის იზომება წერტილების რაოდენობით დიუიმზე: dots per inch (dpi). რაც უფრო მეტია dpi რიცხვი, მით უკეთესია გამოსახულების გარჩევადობა (resolution) როდესაც გარჩევადობა უფრო მაღალია, ტექსტი და გამოსახულებაც უფრო ნათელია. მაღალი გარჩევადობის გამოსახულების მისაღებად გამოიყენება მაღალი ხარისხის ტონერი ან მელანი და ასევე მაღალი ხარისხის ქაღალდი.
საიმედოობა (Reliability)
პრინტერი უნდა იყოს საიმედო. გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე არსებობს მრავალი ტიპის პრინტერი, უნდა შეირჩეს მათგან ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი მათი სპეციფიკაციების გათვალისწინებით. აქ განხილულია რამოდენიმე მწარმოებლის პრინტერთა პარამეტრები.
- გარანტია – განსაზღვრავს რას გულისხმობს საგარანტიო მომსახურება.
- დაგეგმილი მომსახურება – მომსახურება ეფუძნება მოსალოდნელ გამოყენების ვადებს. გამოყენების ინფორმაცია მოიძიეთ დოკუმენტაციაში ან მწარმოებლის საიტზე.
- მტყუნებათა შორის საშუალო დრო – პრინტერმა უნდა იმუშაოს დროის გარკვეული მონაკვეთი მტყუნებათა გარეშე (MTBF). ეს ინფორმაცია მოიპოვება პრინტერის დოკუმენტაციაში ან მწარმოებლის საიტზე.
საკუთრების საერთო ღირებულება
პრინტერის ყიდვისას ყურადღება უნდა მიექცეს არამარტო მის საცალო ღირებულებას. საკუთრების საერთო ღირებულება (TCO) მოიცავს მთელ რიგ ფაქტორებს:
- საწყისი გასაყიდი ფასი
- სახარჯ მასალათა ღირებულება , როგორიცაა ქაღალდი და მელანი.
- თვეში დაბეჭდილი გვერდების რაოდენობა.
- თითო გვერდის საშუალო ფასი.
- შენახვის ხარჯები
- საგარანტიო ხარჯები
TCO გაანგარიშებისას განიხილეთ, რა ინტენსივობით დაგჭირდებათ ბეჭდვა და განსაზღვრეთ პრინტერის სავარაუდო სიცოცხლის ხანგრძლივობა.