ოპტიკური დისკამძრავი მოწყობილობის ინსტალაცია

ოპტიკური დისკები დამონტაჟებულია 5.25 დუიმის (13.34 სმ) სიგანის მქონე დისკამძრავის პლატფორმებზე, რომლებიც დამონტაჟებულია კეისის წინა მხარეს. გარე პლატფორმების საშუალებით ინფორმაციასთან წვდომა შესაძლო ხდება კეისის გახსნის გარეშე.
ოპტიკური მოწყობილობის ინსტალაციისათვის მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:
ნაბიჯი 1 მიუსადაგეთ ოპტიკური მოწყობილობა 5.25 დუიმიან (13.34 სმ.) პლატფორმას კეისის წინა ნაწილში, როგორც ეს ნაჩვენებია ნახაზზე.
ნაბიჯი 2 ჩასვით ოპტიკური მოწყობილობა კეისის წინა პლატფორმაში ისე, რომ მასზე არსებული ხვრელები თანხვედრაში მოვიდეს პლატფორმაზე არსებულ ხვრელებთან.
ნაბიჯი 3 სათანადო ხრახნებით მიამაგრეთ ოპიკური მოწყობილობა პლატფორმაზე.
მცირე რჩევები ინსტალაციისათვისხელით ჩასვით და დაუჭირეთ ხრახნები და შემდეგ დაუჭირეთ სახრახნისით. ეს მეთოდი გაგიადვილებთ ბოლო ორი ხრახნის იოლად დაჭერას.