ოპერაციულ სისტემასთან თავსებადი პროგრამები და გარემო

როდესაც მომხმარებელს ვუწევთ რეკომენდაციას ოპერაციული სისტემის შერჩევის თაობაზე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რისთვის გამოიყენება კომპიუტერი. ოპერაციული სისტემა თავსებადი იყოს არსებულ აპარატურულ უზრუნველყოფასა და მომხმარებლისთვის აუცილებელ პროგრამებთან.

ოპერაციული სისტემის შერჩევის რეკომენდაციისას, ტექნიკოსმა უნდა გაითვალისწინოს ბიუჯეტის შეზღუდვები, გაიგოს კომპიუტერის დანიშნულება, დაადგინოს დასაინსტალირებელი პროგრამების ჩამონათვალი და განსაზღვროს, არის თუ არა ახალი კომპიუტერის ყიდვის შესაძლებლობა. ქვემოთ მოყვანილია მომხმარებლისთვის საუკეთესო ოპერაციული სისტემის შერჩევის რამდენიმე კრიტერიუმი:

  • იყენებს თუ არა მომხმარებელი თავისი კომპიუტერისთვის მზა (off-the-shelf) პროგრამებს? მზა(Off-the-shelf) პროგრამებს შეფუთვაზე მითითებული აქვს თავსებადი ოპერაციული სისტემების ჩამონათვალი.
  • იყენებს თუ არა მომხმარებელი სპეციალურად მისთვის შექმნილ, მის მოთხოვნებზე მორგებულ პროგრამებს? თუ მომხმარებელი ინდივიდუალიზირებულ მორგებულ პროგრამას იყენებს, მაშინ ამ პროგრამის შემქმნელი ადგენს რეკომენდირებულ ოპერაციულ სისტემას