მყარი დისკის ინსტალაცია

კომპიუტერში დისკები განთავსდება სპეციალურ დისკის სადგამებში. ნახაზ 1-ზე მოცემულ ცხრილში აღწერილია დისკების სადგამების ძირითადი სამი ტიპი.

მყარი დისკის ინსტალაციისათვის შეარჩიეთ კომპიუტერის კორპუსში განთავსებული დისკების სადგამებიდან ცარიელი შესაბამისი სიგანის სადგამი. მცირე სიგანის დისკებიც შეიძლება ჩამაგრდეს დიდი სიგანის სადგამში სპეციალური დამჭერების საშუალებით.

3.5 დუიმის (8.9 სმ) მყარი დისკის ამავე ზომის სადგამში ინსტალაციისათვის მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:

ნაბიჯი 1 მოათავსეთ მყარი დისკი ისე, რომ მისი პოზიცია დაემთხვეს დისკის სადგამს.

ნაბიჯი 2 ჩადეთ მყარი დისკი სადგამში ისე, რომ მასზე არსებული ხვრელები მიესადაგოს სლოტზე არსებულ ხვრელებს, როგორც ეს ნაჩვენებია ნახაზ 2-ზე.

ნაბიჯი 3 სათანადო ხრახნების გამოყენებით ფრთხილად დაამაგრეთ მყარი დისკი კეისის სადგამში, როგორც ნაჩვენებია ნახაზ 3-ზე.

კორპუსში რამდენიმე მყარი დისკის ინსტალაციისას აუცილებელია უზრუნველვყოთ მათ შორის დაშორებები, რათა თავიდან ავიცილოთ გადახურების საფრთხე. ასევე, შეეცადეთ ჩასვათ მყარი დისკი სადგამში მეტალის ზედაპირით ზედა მხარეს. მეტალის ზედაპირი უზრუნველყოფს სითბოს გაბნევას დისკიდან.

მცირე რჩევები ინსტალაციისათვის: ხელით ჩასვით და დაუჭირეთ ხრახნები და შემდეგ დაუჭირეთ სახრახნისით. ეს მეთოდი გაგიადვილებთ ბოლო ორი ხრახნის იოლად დაჭერას.