მრავალვარიანტიანი ჩატვირთვის პროცედურები

ერთ კომპიუტერზე შესაძლებელია მრავალი ოპერაციული სისტემის დაყენება. ზოგიერთ პროგრამულ უზრუნველყოფას ოპერაციული სისტემის უახლესი ვერსია სჭირდება, ხოლო სხვებს შესაძლოა ძველი ვერსიის მხარდაჭერა ჰქონდეთ. როდესაც კომპიუტერზე რამდენიმე ოპერაციული სისტემა აყენია, არსებობს ორმაგი ჩატვირთვის პროცედურა. თუ ჩატვირთვის პროცესში ვინდოუსის ჩატვირთვის მენეჯერმა (BOOTMGR-მა) აღმოაჩინა ერთზე მეტი ოპერაციული სისტემა, შემოგთავაზებთ შესაბამისი ოპერაციული სისტემის არჩევას. პირველ სურათზე ნაჩვენებია BOOTMGR ვინდოუს 8.x-ისთვის, ხოლო მე-2 სურათზე – ვინდოუს 7-ისა და ვისტასთვის.
თუ ორმაგი ჩატვირთვის სისტემა ვინდოუსიდან იქმნება, მყარ დისკზე აუცილებელია ერთზე მეტი განყოფილების არსებობა.
ძველი ოპერაციული სისტემა აუცილებელია დაყენდეს მყარი დისკის პირველად განყოფილებაზე, რომელიც მოინიშნება, როგორც აქტიური. მეორე ოპერაციული სისტემა მყარი დისკის მეორე განყოფილებაზე ინსტალირდება. ჩამტვირთავი ფაილები ავტომატურად იწერება აქტიურ განყოფილებაში.
BOOTMGR-ფაილი
ინსტალაციის პროცესში აქტიურ განყოფილებაში იქმნება BOOTMGR-ფაილი, რათა კომპიუტერის ჩართვისას ოპერაციული სისტემის არჩევის საშუალება გაჩნდეს. ოპერაციული სისტემების ჩატვირთვის თანმიმდევრობის შესაცვლელად BOOTMGR-ფაილიც უნდა შეიცვალოს. გარდა ამისა, შესაძლებელია მიეთითოს, რა პერიოდის შემდეგ ირჩევა ავტომატურად ჩასატვირთი ოპერაციული სისტემა. როგორც წესი, ნაგულისხმევად მითითებულია 30 წამი. ამ დროის განმავლობაში კომპიუტერი აჩერებს ჩატვირთვის პროცესს, ვიდრე მომხმარებელი კონკრეტულ ოპერაციულ სისტემას არ აირჩევს. თუ დისკზე მხოლოდ ერთი ოპერაციული სისტემა წერია, მაშინ კომპიუტერის ჩატვირთვის ასაჩქარებლად მიუთითეთ 5 ან 10 წამი.
ოპერაციული სისტემების ჩამონათვალის ჩვენების დროის შეცვლისათვის, გამოიყენეთ შემდეგი მეთოდი:
აირჩიეთ Start > Control Panel > System and Security > System > Advanced System Settings > დააჭირეთ Advanced (გაფართოებული) ჩანართს > Startup and Recovery (ჩატვირთვა და აღდგენა) განყოფილებაში, აირჩიეთ Settings (პარამეტრები)