მომწოდებლის ინსტრუქცია

პროფილაქტიკური მხარდაჭერა ამცირებს პრინტერის უქმად ყოფნის პერიოდს და ზრდის მისი კომპონენტების ვარგისიანობის ვადას. პრინტერის პროფილაქტიკური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია მისი სათანადო ფუნქციონირებისათვის. კარგი პროფილაქტიკური მხარდაჭერა უზრუნველყოფს კარგი ხარისხის ბეჭდვას და ოპერაციათა უწყვეტ ციკლს. პრინტერის დოკუმენტაცია შეიცავს ინფორმაციას, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ის მუშა მდგომარეობაში და გავწმინდოთ მისი კომპონენტები.
გაეცანით ინფორმაციას ინსტრუქციაში, რომელიც მოჰყვება ყოველ ახალ კომპონენტს. მიჰყევით რეკომენდებულ მხარდაჭერის ინსტრუქციებს. გამოიყენეთ მწარმოებლის მიერ ჩამოთვლილი აქსესუარები. შედარებით იაფი აქსესუარების გამოყენებამ შეიძლება დაგიზოგოთ თანხა, მაგრამ მოგცეთ ცუდი შედეგი, გამოიწვიოს რა მოწყობილობის დაზიანება ან გახდეს საგარანტიო მომსახურების შეწყვეტის მიზეზი.
ყურადღება: : ნებისმიერი სახის პროფილაქტიკური მომსახურების დაწყებამდე დარწმუნდით, რომ პრინტერი გამორთულია ელექტროქსელიდან.
ტექნიკური სამუშაოს დასრულების შემდეგ გაანულეთ გვერდების მრიცხველი, რათა სწორად განსაზღვროთ მხარდაჭერის განსახორციელებელი შემდეგი სამუშაოს ჩატარების დრო. უმრავლეს პრინტერებში გვერდების მრიცხველი გამოისახება LCD ეკრანზე ან განთავსებულია მთავარი საფარის უკან.
უმრავლესი მწარმოებელი ყიდის თავიანთი პრინტერებისათვის პროფილაქტიკური მხარდაჭერის ტექნიკურ კომპლექტაციას. ლაზერულ პრინტერებს კომპლექტაციაში ხშირად მოყვებათ ის ნაწილები, რომლებიც შედარებით იოლად იმტვრევიან ან ცვდებიან:
- თერმოფიქსატორის ბლოკი
- გადაცემის ლილვაკები
- სამუხრუჭე ბალიშები
- მიწოდების ლილვაკები
ახალი ნაწილების დაყენების ან ტონერისა და კარტრიჯის შეცვლის შემდეგ ვიზუალურად დაათვალირეთ შინაგანი კომპონენტები და შეასრულეთ შემდეგი ამოცანები:
- ამოასუფთავეთ მტვერი და ქაღალდის ნარჩენები.
- მოწმინდეთ დაღვრილი მელანი ან ტონერი.
- მოძებნეთ, ხომ არ არის გატეხილი ნაწილები ან გაბზარული პლასტიკური დეტალები.
თუ თქვენ არ იცით, როგორ განახორციელოთ ბეჭდვის მოწყობილობის ტექნიკური მხარდაჭერა, დაურეკეთ მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებულ ტექნიკოსს.