მომსახურების ცენტრები

მომსახურების ცენტრი წარმოადგენს პროფესიონალურ და სწრაფი რეაგირების სამუშაო გარემოს. მომხმარებლები უკავშირდებიან მომსახურების ცენტრს კომპიუტერთან დაკავშირებული ხარვეზის გამოსასწორებლად დახმარების მისაღებად. მომსახურების ცენტრში სამუშაო პროცესი და მომხმარებლის ზარები აისახება პროგრამულ უზრუნველყოფაში (ე.წ ზარების დაფაზე). პირველი დონის ტექნიკოსები თანმიმდევრობით პასუხობენ ზარებს. თუ პირველი დონის ტექნიკოსი ვერ გამოასწორებს პრობლემას,ის გადაიგზავნება მეორე დონის ტექნიკოსთან. ნებისმიერ შემთხვევაში სპეციალისტმა უნდა მიაწოდოს იმ დონის მომსახურება, რომელიც განსაზღვრულია მომხმარებლის SLA შეთანხმებაში.
მომსახურების ცენტრი შეიძლება არსებობდეს კომპანიის შიგნითაც და ემსახურებოდეს როგორც კომპანიის თანამშრომლებს, ასევე კომპანიის კლიენტებსაც. ალტერნატიულად გამოძახებათა ცენტრი შეიძლება არსებობდეს, როგორც დამოუკიდებელი ბიზნესი, რომელიც ყიდის კომპიუტერულ მომსახურებას გარეშე მომხმარებლებისათვის. ნებისმიერ შემთხვევაში, გამოძახებათა ცენტრი წარმოადგენს სწრაფი რეაგირების სამუშაო გარემოს, რომელიც ხშირ შემთხვევებში ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში.
როგორც წესი, მომსახურების ცენტრებში მოთავსებულია დიდი რაოდენობით კომპაქტური სამუშაო მაგიდები (cubicles) როგორც სურათ 1-ზე ნაჩვენებია, თითოეულ ასეთ კომპაქტურ სამუშაო მაგიდას მოყვება სკამი,მინიმუმ ერთი კომპიუტერი, ტელეფონი და ყურსასმენები თავისი მიკროფონით. ტექნიკოსებს, რომელნიც მუშაობენ ამ კომპაქტურ სამუშაო ადგილებზე, გააჩნიათ სხვადასხვა დონის კვალიფიკაცია კომპიუტერული სისტემების მიმართულებით. ზოგიერთი მათგანი სპეციალისტია კონკრეტული ტიპის კომპიუტერულ სისტემებში, აპარატურაში, პროგრამულ უზრუნველყოფებში და ოპერაციულ სისტემებში.
მომსახურების ცენტრის ყველა კომპიუტერში ჩაწერილია სპეციალისტებისთვის განკუთვნილი დამხმარე პროგრამული უზრუნველყოფა. ტექნიკოსები იყენებენ ამ პროგრამას სამსახურეობრივი ფუნქციების სამართავად და შესასრულებლად. სურათი 2 გვიჩვენებს დამხმარე პროგრამული უზრუნველყოფის მახასიათებლებს.
თითოეულ მომსახურების ცენტრს გააჩნია პოლიტიკა ზარების პრიორიტეტებად დაყოფასთან დაკავშირებით. სურათი 3 გვაწვდის მარტივ ცხრილს, თუ როგორ შეიძლება ზარებს დავარქვათ სახელი, განვსაზღვროთ და მივანიჭოთ პრიორიტეტი .