მატრიცული პრინტერები ( Impact Printers)

მატრიცულ პრინტერებს აქვთ ბეჭდვითი თავაკები, რომლებიც მელნით გაჟღენთილ ლენტაზე დარტყის შედეგად წარმოქმნიან გამოსახულებას ქაღალდზე. მატრიცული და daisy პრინტერები არიან მაგალითები ზემოთაღნიშნული პრინტერებისა.

მატრიცული პრინტერების უპირატესობებია:

  • იყენებს ნაკლებად ძვირ მელანს, ვიდრე ჭავლური და ლაზერული პრინტერები
  • გამოიყენება უწყვეტი ქაღალდის ხვეულა.
  • აქვს ნახშირბადის ასლის ბეჭდვის უნარი

თუმცა გააჩნია ნაკლოვანებებიც:

  • ხმაურიანია
  • აქვს დაბალი გარჩევადობის გრაფიკა
  • ფერების შეზღუდული შესაძლებლობები

მატრიცული პრინტერების ტიპები

Daisy პრინტერი იყენებს ბორბალს, რომელიც შეიცავს ასოებს, ციფრებსა და სპეციალურ სიმბოლოებს. ბორბალი ტრიალებს, სანამ საჭირო სიმბოლოს არ იპოვნის, და შემდეგ ელექტრომექანიკური ჩაქუჩით უბიძგებს მას მელნით გაჟღენთილი ლენტისაკენ. ეს სიმბოლო ეხება ქაღალდს დაგამოისახება მასზე.

წერტილოვანი მატრიცული პრინტერი არის მსგავსი daisy პრინტერისა, გარდა იმისა, რომ მას აქვს ბეჭდური ელექტრო მაგნიტური თავაკები, რომლებიც შეიცავენ სპეციალურ ნემსებს, რომლებიც,თავის მხრივ, გარშემორტყმულნი არიან ელექტრომაგნიტებით, ნაცვლად ბორბლისა. ენერგიის მიწოდების შემდეგ ამ ნემსებს გადააქვთ სიმბოლო ქაღალდზე მელნის ლენტაზე დარტმის შედეგად. ბეჭდვით თავაკებზე ნემსების რაოდენობაა 9 ან 24, გამომდინარე პრინტერის ხარისხისგან. მატრიცული პრინტერის უმაღლესი ბეჭდვითი ხარისხი მიიღება letter სტანდარტის ხარისხის ბეჭდვით (NLQ).

უმრავლესი მატრიცული პრინტერები იყენებენ უწყვეტ ქაღალდის ხვეულას, რომელსაც ასევე უწოდებენ ტრაქტორული მიწოდების ქაღალდს. ამ ქაღალდს ორივე გვერდზე ჩაჰყვება სპეციალური ნახვრეტები, ე. წ. პერფორატორები, რომლებიც იცავენ მას პრინტერის მექანიზმში ჩახვევისაგან. ქაღალდის მიმწოდებელი მექნიზმები, რომლებიც ახორციელებენ   ერთი გვერდის ბეჭდვას დროის ერთ მომენტში, ხელმისაწვდომია უმაღლესი ხარისხის პრინტერებისათვის. დიდი ლილვი, რომელსაც საყრდენ ლილვს უწოდებენ, აწვება ქაღალდს, რათა თავიდან აიცილოს მისი ჩამოცურება. თუ მრავალჯერადი კოპირების ბეჭდვის ქაღალდი გამოიყენება, თქვენ შეგიძლიათ საყრდენი ლილვის საშუალებით დაარეგულიროთ  ქაღალდის სისქე.