ლიცენზიის გაცემა

IT ტექნიკოსად მუშაობის პერიოდში თქვენ შეიძლება შეგხვდეთ მომხმარებლები, რომლებიც არალეგალურად იყენებენ პროგრამულ უზრუნველყოფას. უნდა ვიცოდეთ, თუ რა ტიპის პროგრამული ლიცენზიები არსებობს და რა არის მათი დანიშნულება, ასევე უნდა შეგვეძლოს ამდაგვარი არალეგალური ქმედების გამოვლენა. თქვენს კომპანიაში იქნება განსაზღვრული “მომხმარებლებთან საქმიანობის წარმართვის პოლიტიკა”, რაშიც იქნება მითითებული, ამ დროს თუ როგორ უნდა იმოქმედოთ.  ყველა შემთხვევაში უნდა ვიმოქმედოთ უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, რაც მოიცავს შემთხვევაზე ინფორმაციის შეგროვებას, დოკუმენტაციას და დაცვას.

ლიცენზია არის ხელშეკრულება, სადაც წარმოდგენილია პროგრამის ლეგალურად გამოყენების და რედისტრიბუციის ნებადართული გზები. რედისტრიბუციაში ვგულისხმობთ ერთი ლიცენზიით პროგრამის მრავალ სისტემაზე დაინსტალირებას.  ზოგი ლიცენზია მომხმარებელს უფლებას აძლევს პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია განახორციელოს ერთ ან ერთზე მეტ სისტემაზე.  ლიცენზია ასევე განსაზღვრას მომხმარებლის უფლებებს და შეზღუდვებს. ამით პროგრამული უზრუნველყოფის მფლობელის საავტორო უფლებები უფრო დაცულია.  ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის ისეთი გზით გამოყენება, რომელიც არ შეესაბამება ლიცენზიის პირობებს, არის არალეგალური.

პერსონალური ლიცენზია

დღესდღეობით უმეტესობა ბაზარზე არსებული პროგრამები არ იყიდება, როგორც მთლიანი პროდუქტი, არამედ პროგრამაზე წვდომის მოპოვებისთვის და გამოყენებისთვის გაიცემა შესაბამისი ლიცენზიები.  ზოგიერთი პერსონალური ტიპის ლიცენზია არეგულირებს თუ რამდენ კომპიუტერზე არის შესაძლებელი ერთდროულად პროგრამის გაშვება. ლიცენზია ასევე განსაზღვრას თუ რამდენ მომხმარებელს შეუძლია ამ პროგრამულ უზრუნველყოფაზე წვდომა.  უმეტესობა პერსონალური ლიცენზიის მქონე პროგრამებისა გაიშვება მხოლოდ ერთ სისტემაზე.  ზოგიერთი პერსონალური ტიპის ლიცენზიის გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია პროგრამა დავაინსტალიროთ მრავალ კომპიუტერზე.  ხშირად ამდაგვარი ლიცენზიები არ გვაძლევენ პროგრამის მრავალ სისტემაზე ერთდროულად გამოყენების შესაძლებლობას.

პერსონალური ლიცენზიის ერთი ვარიანტი არის End User License Agreement(EULA) – ლიცენზია პერსონალური გამოყენებისთვის.   EULA წარმოადგენს ხელშეკრულებას, რომელიც ფორმდება პროგრამული უზრუნველყოფის მესაკუთრესა და მომხმარებელს შორის.  პროგრამის გამოყენებისათვის თავდაპირველად უნდა დავეთანხმოთ EULA-ში არსებულ პირობებს.  ხშირად EULA ხელშეკრულების პირობებზე დათანხმება ხორციელდება პირდაპირვე CD დისკიდან პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირებით ან პროგრამის გადმოწერით და გაშვებით.  გავრცელებული მაგალითი, როდესაც EULA ხელშეკრულების პირობებზე დათანხმება გვიწევს, არის, როდესაც ვანახლებთ პროგრამულ უზრუნველყოფას პლანშეტებზე და მობილურებზე.  როდესაც მომხმარებელი ანახლებს ან აინსტალირებს  ოპერაციულ სისტემას ან პროგრამულ უზრუნველყოფას, ის უნდა დაეთანხმოს EULA “ვეთანხმები ლიცენზიის პირობებს” მონიშვნით და თანხმობის ღილაკზე დაჭერით, როგორც ნაჩვენებია სურათზე.

მომხმარებელს ასევე შეუძლია, არ დაეთანხმოს EULA პირობებს და უკან დააბრუნოს გაუხსენელი პროგრამის შეფუთვა მწარმოებელთან ან ინსტალაციის დროს EULA პირობების გამოჩენის დროს “უარყოფის ღილაკზე” დაჭერით.

კორპორატიული ლიცენზია

კორპორატიული ლიცენზია საშუალებას აძლევს კომპანიას, რომ პროგრამული უზრუნველყოფა დააინტალიროს და გაუშვას ერთდროულად მრავალ სისტემაზე. ჩველებრივ, თვითონ კომპანია ყიდულობს კორპორატიულ ლიცენზიას პროგრამული უზრუნველყოფის თანამშრომლებისთვის მისაწოდებლად.  ლიცენზიის საშუალებით აღარ არის საჭირო თანამშრომლის კომპიუტერებზე ყოველი ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციისას ხელახალი რეგისტრაციის გავლა. ზოგ შემთხვევაში თანამშრომლის კომპიუტერზე პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიის გასააქტიურებლად შეიძლება დაგვჭირდეს პაროლის გამოყენება.

უფასო (ღია-შიგთავსი) ლიცენზიები და კომერციული ლიცენზიები

Open source (ღია წყარო) ლიცენზია საშუალებას გვაძლევს პროგრამის შიდა(წყარო) პროგრამული კოდი უფასოდ გამოვიყენოთ და გარდავქმნათ. წარმოადგენს საავტორო ლიცენზიას, ვინაიდან ამ კოდის ავტორი უფლებას გვანიჭებს, რომ პროგრამის კოდი გამოვიყენოთ ჩვენი სურვილისამებრ.  როდესაც პროგრამულ უზრუნველყოფას გააჩნია Open source ლიცენზია, ეს ზოგიერთ შემთხვევაში ნიშნავს რომ ის უფასოა ყველა მომხმარებლისთვის. სხვა შემთხვევაში ეს ნიშნავს რომ პროგრამის შესყიდვას არის შესაძლებელი. ორივე შემთხვევაში მომხმარებლებს აქვთ წვდომა პროგრამის შიდა კოდზე (source code / წყარო კოდი).  ღია კოდის მქონე პროგრამული უზრუნველყოფებია Linux , WordPress და Firefox.

თუ მომხმარებელი პროგრამულ უზრუნველყოფის გამოყენებით არ ღებულობს ფინანსურ სარგებელს, მაშინ ამ მოხმარებელს შეუძლია მიიღოს პერსონალური ლიცენზია. პერსონალური ლიცენზიები არის ხშირად უფასო ან შედარებით იაფი.

თუ მომხმარებელი პროგრამულ უზრუნველყოფას გამოიყენებს ფინანსური სარგებელის მოსაპოვებლად, ამ შემთხვევაში პიროვნება ვალდებულია შეიძინოს კომერციული ლიცენზია.  კომერციული ლიცენზია არის უფრო ძვირი, ვიდრე პერსონალური ლიცენზია.

ციფრული მედიის საავტორო უფლებების დაცვა.

ლიცენზიების გაცემის გარდა ასევე არსებობს სპეციალური DRM პროგრამა, რომელიც გამოავლენს პროგრამის და კონტენტის არალეგალურ გამოყენებას. ციფრული უფლებების მართვის (digital rights managment, DRM)- პროგრამა ზღუდავს არალეგალურ წვდომას ციფრულ კონტენზე და მოწყობილობებზე.  DRM იყენებენ აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლები, გამომცემლები, საავტორო უფლებების მფლობელები და კერძო პირები. ისინი იყენებენ DRM რომ შეზღუდონ არალეგალური წვდომა კონტენტზე, რომელიც დაცულია საავტორო უფლებებით.  ამით საავტორო უფლებების მფლობელი ინარჩუნებს კონტენტზე კონტროლს და ღებულობს ფულს მის კონტენზე წვდომის მოპოვების მისაღებად.