კვების ბლოკის ინსტალაცია


ტექნიკოსი შეიძლება დადგეს კვების ბლოკის გამოცვლის ან მისი ინსტალაციის საჭიროების წინაშე, როგორც ეს ნაჩვენებია სურათ 1-ზე. ძირითადად კვების წყაროები კეისთან მაგრდება მხოლოდ ერთი მხრიდან. კვების ბლოკის ინსტალაციისას ყოველთვის დაეყრდენით კორპუსისა და კვების ბლოკის ინსტრუქციებში მითითებულ დირექტივებს.

არსებობს კვების ბლოკის ინსტალაციის რამდენიმე ძირითადი ნაბიჯი.

ნაბიჯი 1 ჩადეთ კვების ბლოკი კეისში.

ნაბიჯი 2 კვების ბლოკზე არსებული ხვრელები დაამთხვიეთ კეისზე არსებულ ხვრელებს.

ნაბიჯი 3 ბლოკის უსაფრთხო მიმაგრებისათვის გამოიყენეთ სათანადო ხრახნები.

მცირე რჩევები ინსტალაციისათვის: მსუბუქად დაუჭირეთ ხრახნები და მხოლოდ შემდეგ დაამაგრეთ ისინი სათანადოდ. ეს მეთოდი გაგიადვილებთ ბოლო ორი ხრახნის იოლად დაჭერას.

როგორც წესი, კვების ბლოკებს გააჩნიათ ქულერები, რომელნიც იწვევენ ვიბრაციას და ამას შეუძლია მოუშვას არასათანადოდ დაჭერილი ხრახნები. კვების ბლოკის ინსტალაციისას დარწმუნდით, რომ ყველა ხრახნი თავის ადგილზე სათანადოდაა მიმაგრებული.

ყველა გამოუყენებელი კაბელი ისე განათავსეთ კორპუსის შიგა სივრცეში, რომ მათ ხელი არ შეუშალონ ქულერების ან სხვა კომპონენტების მუშაობას. გამოიყენეთ კაბელების დამჭერი რეზინის მარყუჟები, რათა მოახდინოთ კვების ბლოკის გამოუყენებელი კაბელების იზოლირება სხვა კომპონენტებისაგან. კორპუსის შიგა სივრცეში კაბელთა გაბნევის თავიდან ასაშორებლად ზოგი კვების ბლოკი მზადდება მოდულარი ტიპისა. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ მინიმალური, საჭირო რაოდენობა კაბელებისა არის გამომავალი კვების ბლოკიდან. მომავალში დამატებითი კომპონენტების ინსტალაციისას ასევე შესაძლებელია დამატებითი კვების კაბელების ინსტალაციაც. ზოგიერთი მოდულარული კვების ბლოკის კაბელები ნაჩვენებია სურათ 2-ზე.

მცირე რჩევები ინსტალაციისათვის: კაბელები შეკარით მარყუჟით მანამ, სანამ მათ ბოლოებს მიაერთებთ უშუალოდ კომპონენტებთან.