ინსტრუმენტების ძირითადი გამოყენება
კომპიუტერის რემონტი საჭიროებს გარკვეულ სპეციფიურ სამუშაო ინსტრუმენტებს. დარწმუნდით, რომ კარგად იცნობთ თითოეული ამ ინსტრუმენტის სწორად გამოყენების წესებს და რომ კონკრეტული ამოცანისათვის იყენებთ შესაბამის ინსტრუმენტს. ინსტრუმენტებისა და პროგრამული პროდუქტის დახელოვნებული გამოყენება გაგიადვილებთ სამუშაოს და დაგარწმუნებთ, რომ ამოცანები გადაჭრილია სათანადოდ და უსაფრთხოდ.
ინსტრუმენტთა ნაკრები უნდა შეიცავდეს ყველა საჭირო ინსტრუმენტს, რომელიც აუცილებელია აპარატურის გასარემონტებლად. გამოცდილების შეძენასთან ერთად სწავლობთ, რომელი ინსტრუმენტია საჭირო სხვადასხვა სახის ამოცანის შესასრულებლად. აპარატურული ინსტრუმენტები იყოფა ოთხ კატეგორიად:
- ESD ინსტრუმენტები
- ხელის ინსტრუმენტები
- საწმენდი ინსტრუმენტები
- დიაგნოსტიკური ინსტრუმენტები