ინსტალაციის დასრულება

ვინდოუსის განახლება
პირველადი ინსტალაციის შემდეგ ოპერაციული სისტემის განახლების მიზნით გამოიყენება ინსტრუმენტი Microsoft Windows Update (ვინდოუსის განახლების ცენტრი), რომელიც ამოწმებს ახალ პროგრამულ უზრუნველყოფას, ისევე როგორც აინსტალირებს განახლებების ნაკრებს (service packs) და ხარვეზების გამოსასწორებელ პროგრამებს (პაჩებს, patches).
ვინდოუს 8-სა და ვინდოუს 8.1-ში განახლებების ნაკრების (service packs) და ხარვეზების გამოსასწორებელი პროგრამების (პაჩები, patches) დაინსტალირება შემდეგნაირად ხდება:
Control Panel (მართვის პანელი) > Windows Update (ვინდოუსის განახლება)
ვინდოუს 7-სა და ვინდოუს ვისტაში განახლებების ნაკრების (service packs) და ხარვეზების გამოსასწორებელი პროგრამების (პაჩები, patches) დაინსტალირება შემდეგნაირად ხდება:
Start (დასაწყისი) > All Programs (ყველა პროგრამა) > Windows Update (ვინდოუსის განახლება)
პირველ სურათზე ნაჩვენებია ვინდოუს 8.1-ისა და ვინდოუს 8-ს Windows Update ფანჯარა.
მე-2 სურათზე ნაჩვენებია ვინდოუს 7-ისა და ვინდოუს ვისტას Windows Update ფანჯარა.
მოწყობილობების მენეჯერი (Device Manager)
დამონტაჟების შემდეგ შეამოწმეთ, არის თუ არა ყველა მოწყობილობა სწორად ინსტალირებული. ვინდოუს ვისტაში, ვინდოუს 7-სა და ვინდოუს 8.X-ში მოწყობილობებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაჩენად და შესაბამისი ან განახლებული დრაივერების დასაინსტალირებლად გამოიყენება მოწყობილობების მენეჯერი (Device Manager).
ვინდოუს 8-სა და ვინდოუს 8.1-ში, ისარგებლეთ შემდეგი მეთოდით:
მართვის პანელი > მოწყობილობების მენეჯერი (Control Panel > Device Manager)
მე-3 სურათზე ნაჩვენებია ვინდოუს 8.1-ისა და ვინდოუს 8-ს მოწყობილობების მენეჯერი (Device Manager).
ვინდოუს 7-სა და ვინდოუს ვისტაში ისარგებლეთ შემდეგი მეთოდით:
Start (დაწყება) > Control Panel (მართვის პანელი) > Device Manager (მოწყობილობათა მენეჯერი)
მე-4 სურათზე ნაჩვენებია ვინდოუს 7-ისა და ვინდოუს ვისტას მოწყობილობების მენეჯერი (Device Manager). ყვითელი სამკუთხედი (ძახილის ნიშნით) მოწყობილობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე მიანიშნებს. პრობლემის აღწერილობის სანახავად შედით მოწყობილობის კონტექსტურ მენიუში და აირჩიეთ Properties (თვისებები). ნაცრისფერი წრე (ქვემოთ მიმართული ისრით) მიანიშნებს, რომ მოწყობილობა გათიშულია. მოწყობილობის ჩასართავად შედით მის კონტექსტურ მენიუში და აირჩიეთ Enable (ჩართვა). მოწყობილობის კატეგორიის მენიუს სანახავად დააჭირეთ სამკუთხა ისარს კატეგორიის დასახელების მარჯვნივ.