თერმული პრინტერები (Thermal Printers)

ზოგიერთ  სალარო აპარატს ან ძველი მოდიფიკაციის ფაქსებს შეიძლება ჰქონდეთ თერმული პრინტერები. თერმული ქაღალდი ქიმიურადაა დამუშავებული და აქვს ცვილის ხარისხი. თერმული ქაღალდი გახურებისას იღებს შავ ფერს. მას შემდეგ, რაც თერმული ქაღალდის ხვეულა ჩაიდება პრინტერში, სპეციალური ქაღალდის მიმწოდებელი ბლოკი ამოძრავებს მას მის გასწვრივ. პრინტერის თავაკის გამთბობ ელემენტზე მიეწოდება ელექტრული დენი. პრინტერის თავაკის გაცხელებულ ნაწილებს გადააქვთ გამოსახულება ქაღალდზე.

თერმულ პრინტერებს აქვთ შემდეგი უპირატესობები:

  • მოძრავი ნაწილების მცირერიცხოვნობის გამო მათი ქმედითუნარიანობის ხანგრძლივობა დიდია.
  • ჩუმად ოპერირებენ
  • მელნისა და ტონერის ღირებულება არ არის ძვირი

თერმულ პრინტერებს აქვთ შემდეგი ნაკლოვანებები:

  • თერმული ქაღალდის მაღალი ღირებულება.
  • ქაღალდის ხანმოკლე შენახვის ვადა.
  • გამოსახულების დაბალი ხარისხი.
  • ქაღალდი უნდა ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე.
  • ფერადი ბეჭდვა არ არის შესაძლებელი.