კომპიუტერის აწყობა

ამ თავში დეტალურადაა ღწერილი ის ნაბიჯები, რომლებიც საჭიროა კომპიუტერის ასაწყობად და ოპერაციული სისტემის ჩასატვირთად. აქ განხილულია რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც უნდა გვახსოვდეს.
- კომპიუტერული კორპუსები არსებობს სხვადასხვა ზომისა და კონფიგურაციის. ბევრი კომპიუტერული კომპონენტი უნდა შეესაბამებოდეს კორპუსის ფორმ-ფაქტორს.
- პროცესორი არის დაინსტალირებული დედადაფაზე რადიატორთან და ქულერთან ერთად, რომელზეც წასმულია თერმოპასტა.
- ოპერატიული მეხსიერება დაინსტალირებულია სპეციალურ სლოტში, რომელიც განთავსებულია დედადაფაზე.
- ადაპტერის ბარათები მონტაჟდება PCI და PCIe გაფართოების სლოტებში დედადაფაზე.
- მყარი დისკები დამონტაჟებულია სპეციალურ 3.5-დუიმიან სოკეტებში კორპუსში. (8.9 სმ.) დისკის პლატფორმები მდებარეობს კორპუსის შიგნით.
- ოპტიკური დისკამძრავები დამონტაჟებულია 5.25 დუიმიან ბუდეებში კორპუსის შიგნით. (13.34 სმ.) დისკამძრავის პლატფორმები, რომლებზე წვდომაც შესაძლებელია კორპუსის გარეთაც.
- კვების ბლოკიდან გამომავალი ძალოვანი კაბელები ერთდება დედადაფასა და სხვა კომპონენტებზე.
- შინაგან მონაცემთა კაბელები ახდენენ მონაცემთა გადაცემას დედადაფასა და დისკებს შორის.
- გარე კაბელები აერთებენ პერიფერიულ მოწყობილობებს კომპიუტერთან.
- Beep კოდები მიუთითებენ ტექნიკის გაუმართაობაზე.
- ბიოსის სეტაპის პროგრამა იძლევა ინფორმაციას კომპიუტერის კომპონენტების შესახებ და გვაძლევს საშუალებას სისტემის პარამეტრების ცვლილებისა.
- კომპიუტერული კომპონენტები მოითხოვენ პერიოდული განახლებას ან შეცვლას.
- დამატებითი მყარი დისკების დამატებით შეგვიძლია დავაინსტალიროთ მეორე ოპერაციული სისტემა და გავზარდოთ ინფორმაციის დაცვის საიმედოობა.