ვირტუალური პრინტერები

ვირტუალური ბეჭდვის პროცესი არ აგზავნის ბეჭდვის დავალებას პრინტერზე თქვენი ლოკალური ქსელის ფარგლებში. არამედ საბეჭდი პროგრამული უზრუნველყოფა აგზავნის სამუშაოს ფაილში ან გადასცემს დაშორებულ მისამართზე ღრუბლოვან გარემოში დასაბეჭდად.
ბეჭდვითი დავალების ფაილში გადაგზავნის ტიპიური მეთოდია შემდეგი:
- ბეჭდვა ფაილში (Print to file) – როგორც წესი, ეს მეთოდი ინახავს მონაცემებს ფაილში გაფართოებით .prn. .prn ფაილი შეიძლება შემდეგ სწრაფად დაიბეჭდოს ნებისმიერ დროს ორიგინალური ფაილის გახსნის გარეშეც. როგორც სურათ 1-ზეა ნაჩვენები, ფაილში ბეჭდვის განხორციელებისას შეიძლება ამ ფაილის სხვა ფორმატში შენახვაც.
- PDF ბეჭდვა – ადობეს პორტაბელური დოკუმენტის ფორმატი (PDF) შეიქმნა როგორც ღია სტანდარტი 2008 წელს.
- XPS ბეჭდვა – წარმოდგენილი იქნა ვინდოუს ვისტას მიერ, XML ქაღალდის სპეციფიკაცია (XPS), რომელიც ჩაფიქრებული იყო, როგორც PDF ფაილის ალტერნატივა.
- ბეჭდვა გამოსახულებაში (Print to image)– იმისათვის, რომ გაურთულოთ სხვებს შესაძლებლობა თქვენი ფაილის შემცველობის კოპირებისა, შეგიძლიათ აირჩიოთ გამოსახულებაში ბეჭდვის ოფცია, რომლის ფორმატებია JPG ან TIFF.
ღრუბლოვან გარემოში ბეჭდვის პროცესი აგზავნის დავალებას დაშორებულ პრინტერზე, როგორც ნაჩვენებია ნახაზ 2-ზე. პრინტერი შეიძლება განთავსებული იყოს ნებისმიერ ადგილას თქვენი ორგანიზაციის ქსელის ფარგლებში. პრინტერთა ზოგიერთი მწარმოებლები უზრუნველყოფენ პროგრამულ პროდუქტს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ბეჭდვა მათ მიერ განთავსებულ პრინტერზე უახლოეს ადგილმდებარეობაში.
ღრუბლოვან გარემოში ბეჭდვის ერთ-ერთი მაგალითია ისეთი აპლიკაცია, როგორიცაა გუგლის ღრუბლოვანი ბეჭდვა, რაც საშუალებას გაძლევთ შეუერთდეთ პრინტერს ვებ-ის საშუალებით. შეერთდებით რა ერთხელ, შესაძლებლობა გექნებათ დაბეჭდოთ თქვენს პრინტერზე ნებისმიერი ადგილიდან.