ვინდოუს ოპერაციული სისტემის განახლებები

ოპერაციული სისტემის განახლების პროცესი შესაძლებელია უფრო სწრაფად განხორციელდეს, ვიდრე მისი ახლიდან დაყენება. განახლების პროცესი დამოკიდებულია ოპერაციული სისტემის ვერსიაზე. მაგალითად, ვინდოუს 8.1-ის ინსტალაციის უტილიტა, არსებული ვინდოუსის ფაილებს ანაცვლებს ვინდოუს 8.1-ის ფაილებით. ამასთანავე, არსებული პროგრამები და პარამეტრები ინახება.
ოპერაციული სისტემის ვერსიის მიხედვით განისაზღვრება ხელმისაწვდომი განახლების ვარიანტები. მაგალითად, შეუძლებელია 32-ბიტიანი ოპერაციული სისტემის განახლება 64-ბიტიანზე. ასევე შეუძლებელია ვინდოუს XP-ის განახლება ვინდოუს 8.1-ზე. ვიდრე განახლებას შეუდგებოდეთ, მოინახულეთ ოპერაციული სისტემის მწარმოებლის ვებსაიტი, განახლების შესაძლო მეთოდების გასაგებად.
შენიშვნა: განახლების განხორციელებამდე, შექმენით ყველა მონაცემის სარეზერვო ასლი იმ შემთხვევისთვის, თუ ინსტალაციის პროცესისას შეიქმნება პრობლემები.
როგორც სურათზეა ნაჩვენები, ვინდოუსის განახლების უტილიტები ოპერაციული სისტემის ვერსიების მიხედვით დიდად არ განსხვავდება. ქვემოთ მოყვანილია ვინდოუს 8.1-ზე განახლებისთვის საჭირო ნაბიჯები, რომლებიც ასევე მიესადაგება ვინდოუსის ნებისმიერ ვერსიას:
ნაბიჯი 1. ოპტიკური დისკის წამკითხველში მოათავსეთ ვინდოუს 8.1-ის დისკი. გამოჩნდება ინსტალაციის ფანჯარა.
ნაბიჯი 2. აირჩიეთ Install now (ინსტალაცია ახლა) ვარიანტი.
ნაბიჯი 3. შემოთავაზებულია ინსტალაციისთვის მნიშვნელოვანი განახლებების ჩამოტვირთვა.
ნაბიჯი 4. დაეთანხმეთ საბოლოო მომხმარებლის სალიცენზიო შეთანხმებას (End User License Agreement, EULA) და დააჭირეთ NEXT (შემდეგ).
ნაბიჯი 5. დააჭირეთ upgrade (განახლება). სისტემა დაიწყებს საინსტალაციო ფაილების კოპირებას.
ნაბიჯი 6. განახლების დასასრულებლად მიყევით ინსტრუქციებს. ინსტალაციის დასრულების შემდგომ, კომპიუტერი გადაიტვირთება.