ვიდეო ბარათის ინსტალაცია

 

ვიდეო ადაპტერები იყენებენ სამი სახის სლოტს დედადაფაზე: PCI, AGP და PCIe გაფართოებით.

ვიდეო ადაპტერის ინსტალაციისათვის მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:

ნაბიჯი 1 შეარჩიეთ ცარიელი გაფართოების სლოტი დედადაფაზე და მოხსენით უშუალოდ მის უკან განთავსებული მეტალის ფირფიტა კორპუსის უკანა პანელზე.

ნაბიჯი 2 მიუსადაგეთ ვიდეო ადაპტერი შესაბამის სლოტს.

ნაბიჯი 3 დააჭირეთ ქვემოთ ფრთხილად ვიდეო ადაპტერს, რათა სათანადოდ ჩაჯდეს სლოტში.

ნაბიჯი 4 დაამაგრეთ ვიდეო ადაპტერი ხრახნით კეისის უკანა პანელზე.

ბევრი ვიდეო ბარათი საჭიროებს დამატებით კვებას, რომელიც მას მიეწოდება კვების ბლოკის 6 ან 8-პინიანი კონექტორებით. ზოგიერთ ვიდეო ბარათს ესაჭიროება ორი ცალი მსგავსი კონექტორი. თუ შესაძლებელია, შეეცადეთ დატოვოთ გარკვეული სივრცე ვიდეო ბარათსა და სხვა ადაპტერებს შორის კორპუსის შიგნით. ვიდეო ბარათები გამოყოფენ სითბოს, რომელიც გაიბნევა მასზე დამაგრებული ქულერის მიერ.

მცირე რჩევები ინსტალაციისათვის გამოიკვლიეთ ვიდეო ბარათის ( ან სხვა ნებისმიერი ადაპტერის) სიგრძე, სანამ გადაწყვეტდეთ მის შეძენას. გრძელი ადაპტერი შეიძლება არ იყოს თავსებადი არსებულ დედადაფასთან. ვიდეო ბარათის გაფართოების სლოტში ჩასმისას შეიძლება ხელის შემშლელი ფაქტორი გახდეს დედადაფაზე სლოტის გარშემო განლაგებული ჩიპები ან სხვა ელექტრული დეტალი. ასევე, ზოგიერთი კორპუსის ზომა არ იძლევა საშუალებას, დავაინსტალიროთ მასში ნებისმიერი ზომის ადაპტერი. ზოგიერთი ადაპტერი მზადდება სიმაღლის სარეგულირებელი ბჯენით, რათა ადაპტერი კარგად მოერგოს კორპუსს.