ელექტროსტატიკური განმუხტვა

ელექტროსტატიკური განმუხტვა (ESD) შეიძლება მოხდეს, როდესაც ხდება სტატიკური ელექტრობის დაგროვება რაიმე ზედაპირზე და შემდეგ მისი კონტაქტი სხვა პოლარობით  დამუხტულ ზედაპირთან. ESD-მ  შეიძლება გამოიწვიოს კომპიუტერის კომპონენტების დაზიანება, თუ არ მოხდა მისი სათანადოდ განმუხტვა. მიჰყევით უსაფრთხოების გზამკვლევს, გაეცანით გარემოს დაცვით ღონისძიებებს და გამოიყენეთ ძაბვის სტაბილიზაციის მოწყობილობა, რათა თავიდან აიცილოთ მონაცემების დაკარგვა და აპარატურის დაზიანება.

სულ მცირე 3 000 ვოლტი სტატიკური ელექტრობა უნდა დაგროვდეს, რათა ადამიანმა შეიგრძნოს სტატიკური განმუხტვა. მაგალითად, სტატიკური ელექტრული მუხტი გროვდება, როდესაც მოძრაობთ ხალიჩით დაფენილ იატაკზე. სხვა ადამიანთან შეხებისას ორივენი იღებთ მსუბუქ ელექტრულ შოკს. თუ განმუხტვისას გრძნობთ მსუბუქ ტკივილს ან გესმით ხმა, ეს ნიშნავს რომ დაგროვდა 10 000 ვოლტზე მეტი. შედარებისთვის ვთქვათ, რომ მხოლოდ 30 ვოლტ სტატიკურ ელექტრობას შეუძლია დააზიანოს კომპიუტერის კომპონენტები.

არსებობს ელექტრო განმუხტვის შედეგად ელექტრონული კომპონენტების დაზიანების მუდმივი ალბათობა. ამ ზიანის თავიდან ასაცილებლად დაიცავით შემდეგი რეკომენდაციები:

  • მოათავსეთ კომპონენტები ანტისტატიკურ ხალიჩაზე, სანამ არ დაგვჭირდება მათი ინსტალაცია.
  •  სამუშაო ადგილზე გამოიყენეთ დამიწებული ხალიჩა.
  • გამოიყენეთ დამიწებული იატაკის ხალიჩა სამუშაო არეალზე.
  • ატარეთ ანტისტატიკური იდაყვის სახვევი  კომპიუტერებთან მუშაობისას.

ელექტრომაგნიტური ინტერფერენცია

ელექტრომაგნიტური ინტერფერენცია (EMI) არის ელექტრობის გადამტან სივრცეში გარე სივრციდან შემოსული ელექტრო მაგნიტური სიგნალები, მაგალითად სპილენძის კაბელებში. ქსელურ გარემოში ეს მოვლენა იწვევს სიგნალების დამახინჯებას და ურთულებს მიმღებ მოწყობილობებს მათ ინტერპრეტირებას.

ელექტრომაგნიტური ინტერფერენცია ყოველთვის არ ხდება მოსალოდნელი წყაროდან, როგორიცაა, მაგალითად, ფიჭური ტელეფონი. სხვადასხვა ტიპის ელექტრო აპარატურას შეუძლია შექმნას ჩუმი და შეუმჩნეველი ელექტრული გარემო, რომელიც ვრცელდება საკმაოდ დიდ მანძილზე.

არსებობს ელექტრომაგნიტური ინტერფერენციის გამომწვევი ბევრი წყარო:

  • ნებისმიერი აპარატურა, რომელიც ახდენს ელექტრომაგნიტური ენერგიის გენერირებას.
  • ხელით შექმნილი წყაროები, როგორიცაა ძრავის ძალოვანი ხაზები.
  • ბუნებრივი მოვლენები, როგორიცაა ელექტრული შტორმი ან მზისა და ვარსკვლავთშორისი რადიაცია.

უკაბელო ქსელები ხშირად ხვდებიან რადიო სიხშირის ინტერფერენციის (RFI) გავლენის ქვეშ.  RFI შეიძლება წარმოიქმნას რადიო გადამცემის და სხვა ტიპის გადამცემების მიერ ერთი და იგივე  სიხშირეების გენერირების დროს. მაგალითად, უსადენო ტელეფონს შეუძლია შეუქმნას უკაბელო ქსელს პრობლემა, თუ ორივე მოწყობილობა მუშაობს ერთსა და იმავე სიხშირეზე. მიკროტალღებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ინტერფერენცია ქსელის მუშაობისას მის სიახლოვეს არსებობისას.

კლიმატი

კლიმატი ახდენს გავლენას კომპიუტერის მუშაობაზე სხვადასხვა გზით:

  • გარემოს მაღალი ტემპერატურის დროს აპარატურა შეიძლება გადახურდეს.
  • დაბალი ტენიანობის შემთხვევაში  იზრდება შანსი ელექტროსტატიკური განმუხტვისა.
  •  მაღალი ტენიანობის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს აპარატურის დაზიანება ნესტისაგან.