დისკების მართვის (Disk Management) უტილიტა

მრავლობითი ჩატვირთვის რეჟიმი საჭიროებს რამოდენიმე მყარი დისკის ან მრავალგანყოფილებიანი ერთი დისკის არსებობას. ახალი განყოფილება შეგიძლიათ შექმნათ Disk Management (დისკების მართვა) უტილიტით. აღნიშნული უტილიტა გააჩნია როგორც ვინდოუს 8.x-ს (სურ.1), ასევე ვინდოუს 7-სა და ვისტას (სურ.2). იგივე უტილიტა შეგვიძლია გამოვიყენოთ შემდეგი ამოცანების შესასრულებლად:
- დისკის სტატუსის შემოწმება
- განყოფილებების გაფართოება
- განყოფილებების გაყოფა
- განყოფილებებისთვის სიმბოლოების მინიჭება
- დისკების დამატება
- დისკების მასივების დამატება
ვინდოუს 8.x-ის Disk Management-ში შესასვლელად გახსენით Start-ის მენიუ და აკრიფეთ diskmgmt.msc. ძიების შედეგებში გამოჩნდება შესაბამისი უტილიტის პიქტოგრამა და დააჭირეთ მას.
ვინდოუს 7-ისა და ვისტას Disk Management-ში შესასვლელად:
Start-ის მენიუ > ვაჭერთ მარჯვენა ღილაკით (კონტექსტური მენიუ) Computer (კომპიუტერი) > Manage (მართვა) > და ვირჩევთ Disk Management (დისკების მართვა)
დისკის სტატუსი
როგორც სურათებზეა ნაჩვენები, დისკების მართვის უტილიტა აჩვენებს თითოეული დისკის სტატუსს. კომპიუტერის დისკების შესაძლო სტატუსებია:
- Foreign (უცხო) – ვინდოუსიანი კომპიუტერიდან კომპიუტერზე გადატანილი დინამიური დისკი
- Healthy (ჯანმრთელი) – გამართულად მომუშავე განყოფილება
- Initializing (ინიციალიზაციის პროცესში) – მიმდინარეობს საბაზისო დისკის დინამიურში გარდაქმნის პროცესი
- Missing (არარსებული) – დაზიანებული, გათიშული ან გამოერთებული დინამიური დისკი
- Not Initialized (არაინიციალიზებული) – სწორი ციფრული ხელმოწერის არმქონე დისკი
- Online (ჩართული) – ხელმისაწვდომი საბაზისო ან დინამიური დისკი პრობლემების გარეშე
- Online (Errors) – ჩართული (შეცდომებით) – დინამიური დისკი I/O (შეტანა/გამოტანა) შეცდომებით
- Offline (გამორთული) – დაზიანებული ან არახელმისაწვდომი დინამიური დისკი
- Unreadable (ვერწაკითხვადი) – საბაზისო ან დინამიური დისკი აპარატურული მტყუნებით, დაზიანებით ან I/O შეცდომებით
თუ არ ვიყენებთ მყარ დისკებს და ვიყენებთ რაიმე სხვა დისკს, მაშინ სტატუსი შეიძლება იყოს განსხვავებული. მაგალითად, ოპტიკურ წამკითხველში განთავსებული აუდიო-დისკი ან ცარიელი მოხსნადი დისკი.