დედადაფის ინსტალაცია.

დედადაფა ახლა მზადაა კომპიუტერულ კორპუსში ინსტალაციისათვის.

დედადაფის ინსტალაციისათვის მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:

ნაბიჯი 1 ამოირჩიეთ სათანადო დედადაფის სადგამები კომპიუტერის კორპუსისათვის. დედადაფის მთავარი ნაბეჭდი დაფა არ უნდა ეხებოდეს კორპუსის რაიმე მეტალის ნაწილს. შესაბამისად, ის მაგრდება კორპუსში სპეციალური პლასტმასის ან მეტალის სადგამების საშუალებით, როგორც ნაჩვენებია ნახაზ 1-ზე.

ნაბიჯი 2 დააინსტალირეთ სადგამები ისე, რომ მათი მდებარეობა ზუსტად ემთხვეოდეს დედაპლატაზე არსებულ ხვრელების განლაგებას. დაამაგრეთ მხოლოდ ის სადგამები, რომელის ესადაგება დედადაფაზე არსებულ ხვრელებს ATX ფორმ-ფაქტორის დედადაფებისათვის, როგორც ეს ნაჩვენებია ნახაზ 2-ზე. დამატებით სხვა სადგამების დაყენება ხელს შეუშლის დედაპლატის ინსტალაციას, შეუშლის რა მას ხელს სწორად ჩაჯდეს კორპუსში ან სულაც გამოიწვიოს მისი დაზიანება.

ნაბიჯი 3 მიამაგრეთ დედადაფის ინფორმაციის შეტანა-გამოტანის უკანა პანელი კეისი უკანა მხარეს, როგორც ნაჩვენებია ნახაზ 3-ზე. შეტანა-გამოტანის პანელს აქვს ჭრილები, რომელიც ემთხვევა დედადაფის კონექტორთა გამოსასვლელებს.

ნაბიჯი 4 დაამთხვიეთ დედადაფის კონექტორები ჩამაგრებული უკანა პანელის ჭრილებს.

ნაბიჯი 5 დედადაფის ხვრელები მიუსადაგეთ სადგამებს.

ნაბიჯი 6 ხელით ჩასვით და დაუჭირეთ დედადაფის ხრახნები და შემდეგ დაუჭირეთ სახრახნისით. მოერიდეთ ხრახნების გადამეტებული ძალით დაჭერას.

მცირე რჩევები ინსტალაციისათვის: მიადეთ დედადაფა უკანა პანელს, რათა გაგიადვილდეთ მისი სადგამებთან მორგება და პირველი ხრახნების დაჭერა. ასევე სასარგებლოა გამოვიყენოთ დეტალების ამოსაღები მოწყობილობა ხრახნების დედადაფაზე მოსარგებად და მათი ხელით დასაჭერად,