გლობალური და ინდივიდუალური დოკუმენტის პარამეტრები

ზოგიერთ პრინტერს გააჩნია მართვის პანელი ოფციების ასარჩევი ღილაკებით. სხვა პრინტერები გამოიყენებენ პრინტერის დრაივერის ოფციებს. თქვენ შეგიძლიათ მითითებული პარამეტრების დაყენება როგორც ცალკეული დოკუმენტისთვის, ასევე ყველასათვის.
გლობალური მეთოდი
გლობალური მეთოდი განსაზღვრავს იმ პარამეტრებს, რომლებიც ვრცელდება ყველა დასაბეჭდ დოკუმენტზე. ყოველთვის, როდესაც დოკუმენტი იბეჭდება, გამოიყენება გლობალური მეთოდი, თუ ის სპეციალურად არ იცვლება მითითებული ინდივიდუალური მეთოდით.
ვინდოუს 7 და 8-ის ვერსიებში გლობალური მეთოდის შესაცვლელად მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:
მართვის პანელი > მოწყობილობები და პრინტერები (Control Panel > Devices and Printers >) მაუსის მარჯვენა ღილაკი დააჭირეთ პრინტერის ნიშნულს
ნაგულისხმევი პრინტერის დასანიშნად მაუსის მარჯვენა კლავიშა დააჭირეთ პრინტერების ნიშნულს და ამოირჩიეთ დააყენე როგორც ნაგულისხმევი (Set as default printer) ,როგორც ეს ნაჩვენებია სურათზე.
ვინდოუს ვისტას გარემოში პრინტერის კონფიგურაციის გლობალური მეთოდის შესაცვლელად მიჰყევით შემდეგ გზას:
მართვის პანელი > პრინტერები და ფაქსები (Control Panel > Devices and PrintersPrinters and Faxes >) მაუსის მარჯვენა ღილაკი დააჭირეთ პრინტერის ნიშნულს
ნაგულისხმევი პრინტერის დასანიშნად მაუსის მარჯვენა კლავიშა დააჭირეთ პრინტერების ნიშნულს და ამოირჩიეთ დააყენე როგორც ნაგულისხმევი (Set as default printer) .
შენიშვნა: დაინსტალირებული დრაივერიდან გამომდინარე დააყენე როგორც ნაგულისხმევი (Set as default printer) ოფცია შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი ამ შემთხვევაში ორჯერ დააჭირეთ პრინტერის ნიშნულს, რათა გახსნათ დოკუმენტის სტატუსის ფანჯარა, და შემდეგ აირჩიეთ დააყენე როგორც ნაგულისხმევი (Set as default printer) .
ცალკეული დოკუმენტისთვის განსაზღვრული მეთოდი
წერილები, ცხრილები, და ციფრული გამოსახულებები წარმოადგენენ დოკუმენტის ტიპებს, რომლებიც შეიძლება მოითხოვდნენ სპეციალურად განსაზღვრულ პრინტერის პარამეტრებს. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ პარამეტრები ინდივიდუალური დოკუმენტისათვის დოკუმენტის ბეჭდვის პარამეტრების შეცვლით.