გახსენით კორპუსი

კომპიუტერის აწყობის ან მისი რემონტის წინ მეტად მნიშვნელოვანია კორპუსის გახსნამდე მოამზადოთ სამუშაო ადგილი. საჭიროა სათანადო განათება, კარგი ვენტილაცია და კომფორტული ოთახის ტემპერატურა.. სამუშაო მაგიდა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა მხრიდან. მოერიდეთ მაგიდის ზედაპირზე სამუშაო ინსტრუმენტების და კომპონენტების უწესრიგოდ მიმოყრას. განათავსეთ ანტისტატიკური ხალიჩა მაგიდაზე ფიზიკური და ელექტრული დაზიანების თავიდან ასაცილებლად. სასარგებლოა გამოვიყენოთ მცირე კონტეინერები ხრახნებისა და სხვა ნაწილების ჩასალაგებლად.

კომპიუტერული კორპუსები მზადდება სხვადასხვა ფორმ-ფაქტორების. ფორმ ფაქტორები განისაზღვრება კორპუსის ზომის და ფორმის მიხედვით. არსებობს კეისის გახსნის სხვადასხვა მეთოდები. კონკრეტული კეისის გახსნის წინ გაეცანით მის სახელმძღვანელოს ან ეწვიეთ მწარმოებლის საიტს.

ძირითადად კომპიუტერის კორპუსის გახსნისას მიჰყევით შემდეგ გზას:

  • კორპუსის სახურავი იხსნება, როგორც ერთი მთლიანი კომპონენტი.
  • კორპუსის  ზედა და გვერდითი პანელები მოხსნილია.
  • ჯერ უნდა მოიხსნას ზედა პანელი და შემდეგ გვერდითი პანელები.
  • საჭიროა გადავატრიალოთ სპეციალური ჩამკეტი და ამის შემდეგ გამოვასრიალოთ პანელი.

სურათზე გამოსახულია ახალი ცარიელი ATX კომპიუტერის კორპუსი. კომპიუტერის კორპუსი წარმოადგენს ცარიელ გარსს შიგ ჩამაგრებული ქულერებით, წინა პანელიდან გამომავალი სპეციალური კაბელებით, განკუთვნილთ სხვადასხვა ინდიკატორებისა და უსბ და აუდიო შეერთებებისათვის.