გამოყოფილი ბეჭდვის სერვერები

შედარებით დიდი ქსელური გარემოსათვის ბევრი ლოკალური ქსელითა და მომხმარებლით გამოყოფილი ბეჭდვის სერვერები გამოიყენებიან ბეჭდვის პროცესების მართვისათვის, როგორც ნაჩვენებია ნახაზზე. გამოყოფილი ბეჭდვის სერვერები გაცილებით მძლავრები არიან აპარატურულ ბეჭდვის სერვერებთან შედარებით. გამოყოფილი ბეჭდვის სერვერები ემსახურებიან მომხმარებლებს ყველაზე ეფექტურად და შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე პრინტერის მართვა. მომხმარებელთა მოთხოვნების სრული დაკმაყოფილებისათვის გამოყოფილ ბეჭდვის სერვერს უნდა გააჩნდეს შემდეგი რესურსები:
- მძლავრი პროცესორი – გამოყოფილი ბეჭდვითი სერვერი იყენებს რა თავის პროცესორს, მართავს და უკეთებს მარშრუტირებას ბეჭდვით ინფორმაციას, ამიტომ ის უნდა იყოს საკმაოდ სწრაფი, რათა გაუმკლავდეს შემოსულ მოთხოვნებს.
- შესაბამისი მყარი დისკის მოცულობა – გამოყოფილი ბეჭდვის სერვერი იღებს საბეჭდ სამუშაოს კლიენტებისაგან, განათავსებს მათ დავალებათა რიგში და აგზავნის პრინტერზე საჭირო დროს. ეს პროცესი მოითხოვს კომპიუტერში საკმარისი შენახვის სივრცის არსებობას, სადაც ბეჭდვითი სამუშაოები განთავსდება მათ შესრულებამდე.
- შესაბამისი მეხსიერება – სერვერის პროცესორი და ოპერატიული მეხსიერება ახორციელებენ დავალების გადაგზავნას პრინტერზე. თუ სერვერზე მეხსიერება არ არის იმდენად დიდი მოცულობის, რომ გაუმკლავდეს მთელ ბეჭდვის პროცესს, მყარი დისკი ხდება იძულებული გააგზავნოს სამუშაო, და ეს პროცესი გაცილებით ნელია.