ბიოსის განახლება

დედადაფების მწარმოებლები პერიოდულად ახდენენ მათი BIOS ვერსიების განახლებას, რათა ხელი შეუწყონ სისტემის სტაბილურობას, მისი მწარმოებლობის ზრდასა და შეთავსებადობას. თუმცა ბიოსის განახლება დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან. განახლებული ვერსიის გამოშვება, როგორც ნახაზ 1-ზეა ნაჩვენები, აღნიშნავს არსებული პროდუქტის განახლება-გაუმჯობესებას, შეთავსებადობის გაუმჯობესებას და მასში აღმოჩენილი მტყუნებების აღმოფხვრას. ზოგიერთი ახალი მოწყობილობა სათანადოდ ფუნქციონირებს მხოლოდ განახლებული BIOS-ის შემთხვევაში. რათა შევამოწმოთ, რომელი ვერსიის ბიოსია დაინსტალირებული ჩვენს კომპიუტერში, დახედეთ სურათ 2-ს ბიოს-ის ან ან სურათ 3-ს უეფი-ს შემთხვევაში.

სანამ ბიოსის განახლებას გადავწყვეტთ, საჭიროა ჩავიწეროთ დედადაფისა და ბიოსის მწარმოებელი და მათი ზუსტი მოდელები. გამოიყენეთ მიღებული ინფორმაცია, რათა მონახოთ ინტერნეტში არსებული დედადაფის ბიოსის პროგრამის განახლების ფაილის ზუსტი ბოლო ვერსია. განაახლეთ ბიოსი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრობლემა სისტემის აპარატურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ მისი ფუნქციონალობის გაზრდა.

ადრე კომპიუტერის ბიოსის ინფორმაცია ჩაწერილი იყო სპეციალურ ROM ჩიპში. ბიოსის განახლების მიზნით საჭირო ხდებოდა ამ ROM ჩიპი-ს შეცვლა, რაც ყოველთვის არ იყო მოსახერხებელი. თანამედროვე BIOS ჩიპი წარმოადგენს ელექტრულად წაშლად პროგრამირებად ROM ჩიპს (EEPROM), რომელიც შეიძლება განახლებული იყოს მომხმარებლის მიერ კორპუსის გახსნის გარეშეც კი. ამ პროცესს ეწოდება ბიოსის დაფლეშვა.

ბიოსის ახალი ვერსიის ჩამოსაწერად მიმართეთ მწარმოებლის საიტს და მიჰყევით იქ განთავსებულ ინსტალაციის რეკომენდებულ ინსტრუქციებს. ბიოს-ის პროგრამული პროდუქტის განახლების მიზნით ახალი ბიოსის ფაილი ჩამოწერის შემდეგ ჩაწერეთ უსბ დისკზე, მოახდინეთ მისი განშლა და ჩატვირთეთ კომპიუტერი ამ უსბ დისკიდან. ინსტალაციის პროგრამა თხოვს მომხმარებელს ინფორმაციას პროცესის დასრულებისათვის.

ბევრი დედადაფის მწარმოებელი დღეისათვის უზრუნველყოფს ბიოს-ის ისეთ ვერსიებს, რომელთა დაფლეშვაც შეიძლება ოპერაციული სისტემიდან გამოუსვლელად. მაგალითად, ASUS EZ განახლების უტილიტა ავტომატურად განაახლებს დედადაფის პროგრამულ უზრუნველყოფას, დრაივერებს და ბიოს-ის ვერსიას. ეს უტილიტა ასევე საშუალებას აძლევს მომხმარებელს ხელოვნურად განაახლოს არსებული ბიოს-ის ვერსია და აირჩიოს ლოგო პოსტ რეჟიმის მსვლელობისას. ეს უტილიტა შეიძლება მოჰყვეს დედადაფის დოკუმენტაციას ან ჩამოწერილ იქნას მწარმოებლის საიტიდან.

ყურადღება: : ბიოსის არასწორმა დაფლეშვამ ან მისმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს კომპიუტერული სისტემის ქმედუუნარობა.