აღდგენა, განახლება და შეკეთება

სისტემის აღდგენა (System Restore)

აღნიშნული უტილიტა კომპიუტერს ძველ მდგომარეობაში (წინა აღდგენის წერტილი) დააბრუნებს.  System Restore ხელმისაწვდომია როგორც ვინდოუსის გარემოდან, ასევე კომპიუტერის ჩატვირთვის პროცესში, მისი მეშვეობით შესაძლებელია დაზიანებული სისტემის აღდგენა და ხელახლა ჩატვირთვა. პირველ სურათზე ნაჩვენებია System Restore ვინდოუს 8.x-ისთვის. მე-2 სურათზე ნაჩვენებია System Restore ვინდოუს 7-ისა და ვისტასთვის.

Refresh your PC (პერსონალური კომპიუტერის განახლება, მხოლოდ ვინდოუს 8.x-ისთვის)

როგორც მე-3 სურათზეა ნაჩვენები, აღნიშნული უტილიტა კომპიუტერის სისტემურ პროგრამებს ქარხნულ მდგომარეობაში დააბრუნებს მომხმარებლის ფაილების ან შემდგომში დაინსტალირებული პროგრამების წაშლის გარეშე.  დროთა განმავლობაში კომპიუტერები ნელდება.  აღნიშნულის მიზეზია გადავსებული ან ფრაგმენტირებული ფაილების შემცველი ფაილური სისტემები, გაუმართავი დრაივერები და ბიბლიოთეკები.  ზემოთ ნახსენები უტილიტა სისტემას ქარხნულ მდგომარეობაში დააბრუნებს სამომხმარებლო მონაცემების შეცვლის გარეშე.  Refresh your computer შლის დაინსტალირებულ სამუშაო დაფის (Desktop) პროგრამებს.

აღდგენის განყოფილება (Recovery Partition)

ზოგიერთი კომპიუტერის (რომელზედაც ინსტალირებულია ვინდოუს ოპერაციული სისტემა), დისკის ერთი განყოფილება მომხმარებლისთვის მიუწვდომელია.  მას „აღდგენის განყოფილება“ ეწოდება და ინახავს კომპიუტერის საწყისი კონფიგურაციის დაბრუნებისთვის საჭირო იმიჯს (ასლს).

აღდგენის განყოფილება ხშირად დამალულია, რათა მისი გამოყენება მხოლოდ კომპიუტერის აღდგენისთვის იყოს შესაძლებელი.  აღდგენის განყოფილების გამოყენების მიზნით საჭიროა დავაჭიროთ სპეციალურ კლავიშს ან კლავიშების კომბინაციას კომპიუტერის ჩატვირთვისას.  ზოგჯერ აღდგენის ქარხნული განყოფილების გამოყენების ფუნქცია BIOS-შია ჩადებული.  თუ გაინტერესებთ, როგორ მიმართოთ აღნიშნულ განყოფილებას და როგორ დაუბრუნოთ კომპიუტერს საწყისი კონფიგურაცია, დაუკავშირდით კომპიუტერის მწარმოებელს.

შენიშვნა: თუ ოპერაციული სისტემის დაზიანება გამოწვეულია დეფექტური მყარი დისკით, მაშინ აღდგენის განყოფილებაც შეიძლება დაზიანებული იყოს და ოპერაციული სისტემის აღდგენა ვერ შეძლოთ.