აპარატურული ბეჭდვის სერვერები

აპარატურული ბეჭდვის სერვერი არის უბრალო მოწყობილობა თავისი ქსელური ბარათითა და მეხსიერებით. იგი უკავშირდება ქსელს და აძლევს საშუალებას პრინტერებს, იყვნენ გაზიარებულნი ქსელში. სურათ 1-ზე გამოსახულია ბეჭდვის სერვერი, რომელიც შეერთებულია პრინტერთან უსბ კაბელის საშუალებით. აპარატურული ბეჭდვის სერვერი შეიძლება ინტეგრირებული იყოს სხვა მოწყობილობაში, როგორიცაა უსადენო მარშრუტიზატორი. ამ შემთხვევაში პრინტერი შეუერთდება უშუალოდ უსადენო მარშრუტიზატორს, დიდი ალბათობით, უსბ კაბელის საშუალებით.
ეფფლის AirPort Extreme, როგორც ნაჩვენებია სურათ 2-ზე, წარმოადგენს მაგალითს აპარატურული ბეჭდვის სერვერისა. AirPort Extreme-ს შეუძლია AirPrint service-ის საშუალებით გაუზიაროს პრინტერი ქსელში ნებისმიერ მოწყობილობას.
აპარატურული ბეჭდვის სერვერები ერთ პრინტერთან წვდომის საშუალებას აძლევენ ქსელის მრავალ მომხმარებელს. აპარატურული ბეჭდვის სერვერით ქსელური ბეჭდვის მართვა ხდება როგორც კაბელურ, ასევე უსადენო ქსელებში. აპარატურული ბეჭდვის პრინტერების გამოყენების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი თავის თავზე იღებს შემოსული ბეჭდვის დავალებების შესრულებას, ათავისუფლებს რა კომპიუტერებს სხვა სამუშაოების შესრულებისათვის. აპარატურული ბეჭდვის სერვერი ყოველთვის ხელმისაწვდომია მომხმარებელთათვის, განსხვავებით ერთი კომპიუტერის მიერ გაზიარებული პრინტერისაგან.