ადაპტერის ბარათთა ტიპები

ადაპტერის ბარათები კომპიუტერის ფუნქციონირებას უფრო ეფექტურს ხდიან. არსებობს მრავალი სხვადასხვა ტიპის ადაპტერი, როგორიცაა ვიდეო, აუდიო, ქსელური, უკაბელო ქსელური , ტვ ტუნერი, უსბ, ვიდეო დამჭერი, გარე პორტი, FireWire, Thunderbolt და ა.შ.

ადაპტერის ბარათები მონტაჟდება შესაბამის გაფართოების სლოტებში დედადაფაზე.

  • PCI სლოტი -(ნახაზი 1 ) პერიფერიული კომპონენტების ურთიერთშეერთების (PCI) სლოტები ძირითადად გამოიყენება მოძველებული ტიპის ადაპტერების ინსტალაციისათვის.
  • PCIe სლოტი PCI Express გააჩნია ოთხი ტიპი სლოტებისა: x1 (სურათი 2), x4, x8, და x16 (სურათი 3). მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ სლოტების სიგრძე იზრდება მათი ნომრების ზრდასთან ერთად, X1-დან x16 -მდე.

ადაპტერები, როგორც ნაჩვენებია ნახაზ 4-ზე, თავსებადები უნდა იყვნენ დედადაფაზე განთავსებულ გაფართოების სლოტებთან.