კომპიუტერის აწყობა ტექნიკოსის სამუშაოს საკმაოდ დიდი ნაწილია. ტექნიკოსმა კომპიუტერულ კომპონენტებთან მუშაობისას უნდა გამოავლინოს ლოგიკური და მეთოდური მიდგომა. ამავე დროს, თქვენ შეიძლება დაადგინდოთ, ჭირდება თუ არა დამკვეთის კომპიუტერს განახლება ან დეტალების შეცვლა. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ განავითაროთ ინსტალაციის პროცედურების, გაუმართაობების ძიების და დიაგნოსტიკური მეთოდების უნარები. ამ თავში განხილულია აპარატურული და პროგრამული კომპონენტების თავსებადობის მნიშვნელობა. იგი ასევე მოიცავს საჭირო ცოდნას, დამკვეთის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის, ეფექტური მუშაობისთვის საჭირო სისტემური რესურსების შესახებ.