პრინტერი ახდენს ელექტრონული ფაილის ასლის შექმნას ქაღალდზე. მრავალი სიტუაცია, როგორიცაა სამთავრობო რეგულაცია, მოითხოვს ფიზიკური ჩანაწერების არსებობას; აქედან გამომდინარე, კომპიუტერული დოკუმენტების ფიზიკური ასლები ხშირად ისევე მნიშვნელოვანია დღეს, როგორც მაშინ, როდესაც ე.წ. უქაღალდო რევოლუცია (paperless revolution) დაიწყო რამდენიმე წლის წინ.
ეს თავი შეიცავს აუცილებელ ინფორმაციას პრინტერების შესახებ. თქვენ შეისწავლით, როგორია პრინტერების მუშაობის პრინციპები, რა უნდა გავითვალისწინოთ მისი შეძენისას და როგორ დავუკავშიროთ ის ინდივიდუალურ კომპიუტერს ან ქსელს.