მეორე დონის ტექნიკოსის მოვალეობები

მომსახურების ცენტრებში მეორე დონის სპეციალიტებსაც (როგორც პირველი დონის სპეციალისტებს) სხვადასხვა სახელებით მოისხენიებენ.  მეორე დონის სპეციალისტებს ხშირად მოიხსენიებენ როგორც პროდუქტების სპეციალისტებს ან ტექნიკური მხარდამჭერის ჯგუფის პერსონალს. მეორე დონის ტექნიკოსების მოვალეობები თითქმის ერთი და იგივეა სხვადასხვა მომსახურების ცენტრებში.

მეორე დონის ტექნიკოსი უფრო განათლებულია  პირველი დონის ტექნიკოსთან შედარებით და კომპანიაში უფრო დიდი ხნის მუშაობის გამოცდილება აქვს.  როდესაც პრობლემის გადაწყვეტა ვერ ხერხდება განსაზღვრულ დროში, პირველი დონის ტექნიკოსი მოამზადებს შეკვეთის ანკეტას გადასაგზავნად. მეორე დონის ტექნიკოსი მიიღებს შეკვეთის ანკეტას, განიხილავს თანდართულ ამოცანის განმარტებას და ამის შემდეგ ის კვლავ დაუკავშირდება მომხარებელს დამატებითი შეკითხვებით პრობლემის აღმოსაფხვრელად.

მეორე დონის ტექნიკოსები პრობლემის გადასაწყვეტად იყენებენ დაშორებული კავშირის დამყარებისთვის საჭირო პროგრამულ უზრუნველყოფას, რათა დაშორებულად განაახლონ დრაივერები და პროგრამები, წვდომა მოიპოვონ ოპერაციულ სისტემაზე, შეამოწმონ ბიოსი და შეაგროვონ დიაგნოსტიკის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია.